საზოგადოება

შსს: ლევ ლეშჩენკომ საქართველო უკვე დატოვა

26.07.21 17:20


რუსეთის მოქალაქემ ლევ ლეშჩენკომ საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


„აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაიარა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, მომღერალი ლევ ლეშჩენკო საქართველოში ისვენებდა და პოლიციის ესკორტით გადაადგილდებოდა.

 

მისი თქმით, ლევ ლეშჩენკოს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, შესაბამისად, დეპუტატი ხელისუფლებისგან ფაქტის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს.

 

მანამდე აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები