პოლიტიკა

„გვჯერა, რომ მომავალი ქართული სახელმწიფოს განვითარება, გადის კოალიციურ დემოკრატიულ მმართველობაზე“ - ნიკა მელია

27.07.21 11:45


„ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ მომავალი ქართული სახელმწიფოს განვითარება გადის კოალიციურ დემოკრატიულ მმართველობაზე“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.


„არასოდეს არ ყოფილა, როდესაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, როდესაც მოახერხა და თქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთპარტიული მმართველობა დედაქალაქისა უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს მოდელი, რომლითაც შევედით კამპანიაში, იქნება მაგალითი სხვა ქალაქებისთვისაც.

 

ბალანსს ვაყალიბებთ საკრებულოსა და მერიას შორის. ოპოზიციის წარმომადგენელთაგან არასოდეს დედაქალაქი არ მოუგია ვინმეს და გვაქვს შანსი, რომ ის, რაც დეკლარირების დონეზე თითქოს ყველას უნდა, იყოს მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სხვადასხვა სახელისუფლებო შტოებში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიცე მერობის კანდიდატს წარადგენს.

 

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძეა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები