საზოგადოება

"ლიტერას" პრემიის სკანდალი: მონაწილების შემდეგ, კონკურსი ჟიურის წევრებმაც დატოვეს

30.07.21 15:00


კონკურსანტების შემდეგ, "ლიტერას" პრემია წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად ჟიურის ოთხმა წევრმა დატოვა.


როგორც პრემიის ერთ-ერთმა ყოფილმა ჟიურის წევრმა ბელა წიფურიამ განმარტა, ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფო ავტორიტარიზმისკენ მიყავს:

 

"ეს არ არის ფანტომური ტკივილი. მე ვიტყოდი, რომ ეს არის, როგორც ჩანს, ქართველი მწერლების და ქართული საზოგადოების მხრიდან იმ განცდის მანიფესტაცია, რომ საქართველოში მიმდინარეობს არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები რასაც ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ... როგორც ჩანს, ქართველმა მწერლებმა ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიტაცების პროცესის ნაწილი. კულტურაზე და ლიტერატურაზე კონტროლის განხორციელების მცდელობა. პრობლემა არ არის ჟიურის ერთ წევრში, არც კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და კონკრეტულ მინისტრში. მე ვიტყოდი, რომ პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის ბევრად უფრო ზოგადი", - აღნიშნა წიფურიამ.

 

,,ლიტერას" კონკურსის ჟიურის კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, მწერალმა ლელა კოდალაშვილმა განაცხადა, რომ წულუკიანმა ლიტერატურულ კონკურსი პოლიტიზირებული გახადა და ეს უხეში საბჭოთა ფორმით გააკეთა:

 

"წულუკიანმა მწერლებს ჩაუსვა მაკონტროლირებელი ორგანო ერთი ადამიანის სახით და ფაქტობრივად ჩაშალა ჟიურის სამუშაო პროცესი. ანუ ლიტერატურული თემა საერთოდ უკან წავიდა და წამოიწია პოლიტიკური პრიოროტეტები, პოლიტიკური კონიუქტურა, თანაც ძალიან უხეში და საბჭოთა მეთოდებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რადიკალურად გვემოქმედა და ჩაგვეშალა ეს ყველაფერი" - აღნიშნა კოდალაშვილმა.

 

ამ დროისთვის "ლიტერას" ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე რჩება. დანარჩენები ბოლო დღეების განმავლობაში გამოეთიშნენ.

 

კონკურსანტებიც და ჟიურის წევრბიც ერთხმად აცხადებენ, რომ ისინი უკულტურო მინისტრის მიერ მართული უწყების სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები