პოლიტიკა
03.08.21 15:40
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონია გაიმართა. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება და სხვადასხვა საწვრთნელ რაიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და პოლკოვნიკი კრის მარშალი ადგილზე დააკვირდნენ. მათ განხორციელებული აქტივობების შესახებ სპეციალურად გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში წარმოდგენილ 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. მოგვიანებით კი, სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა და პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნეს.
დასასრულს, წვრთნებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები Agile Spirit 2021-ის სამახსოვრო დაფებითა და კოინებით დააჯილდოვეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავდა ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაციასა და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბებას, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე მართვასა და კონტროლს ინტეგრირებული სტაბილურობის ოპერაციებში. სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული.
მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.
წყარო : /www.ipress.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24