პოლიტიკა
15.09.21 10:30
აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გორში მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.
კუჭავას თქმით, ამისთვის აუცილებელია ძლიერი მუნიციპალიტეტები.
" როდესაც გორში ვართ, არ შეიძლება ემოციური არ იყოს ჩვენი გამოსვლა. ვერ წარმოვიდგენდით, თუ 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიწევდა ჩვენი მიწა-წყლისთვის ბრძოლა, თუმცა ეს ის რეალობაა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და განსაკუთრებით კადრები გორიდან, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თითოეული ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. როდესაც ვსაუბრობთ გმირებზე, სიცოცხლეზე, რომელიც მათ გასწირეს ქვეყნისთვის, ეს უნდა მივიღოთ როგორც საფუძველი იმისა, რომ მეტად ვიზრუნოთ რათა სანუკვარი მიზანი-გაერთიანებული ქვეყანა, იქნას მიღწეული. დარწმუნებული ვარ, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ნიშნავს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი, რადგან ოკუპაცია დროებითია და ოკუპაციას აუცილებლად დავასრულებთ! ევროპიდან ახლახანს დავბრუნდი. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ სვლა იმ გზაზე, რომელზეც ვადგავართ.
აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს. ამისთვის აუცილებელია ძლიერი მუნიციპალიტეტები, აუცილებელია ზრუნვა თითოეულ ოჯახზე. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამეთანხმებით ყველა, აუცილებლად სჭირდება კიდევ უფრო მეტი ზრუნვა დევნილ ოჯახებს, დევნილთა დასახლებებს, რომელთაც საკმაოდ ექცევათ ყურადღება, მაგრამ მეტია საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა იმ ოჯახებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან თავისი მედგარი სულით დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ძლიერი საქართველო, აუცილებელია სწორი ხედვის არსებობა, ხედვა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზანთან. ამისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს შედეგების დადებას. თუ არა გორში, სად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩემპიონებზე, შედეგებზე და წარმატებებზე. ჩვენ აქ ნამდვილად გვყავს გამორჩეული ქართველები, რომლებმაც თავიანთი წარმატებებით და გამარჯვებებით არაერთი სიხარული მოგვიტანეს თითოეულ ქართველს. ლადოს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი ოლიმპიური ჩემპიონობა, აღარ ჩამოვთვლი სხვა წარმატებებს, რა თქმა უნდა არის ის მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ელოდება 2 ოქტომბერს, რომელსაც თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი გამარჯვება იქნება ოთხი წლის თავზე, როდესაც ლადო წარსდგება თქვენს წინაშე იმ შედეგებით და წარმატებით, რომელსაც მოუტანს თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტს",- განაცხად კუჭავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24