პოლიტიკა
16.09.21 17:20
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) ხელმძღვანელ პირებს შორის დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს-ს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.
პროგრამაში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები მიიღებენ. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბრის პერიოდში, ონლაინ ფორმატში, წარიმართება.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და შსს-ს აკადემიის პრორექტორი თეიმურაზ მაღრაძე.
სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ცენტრი, ცესკოსთან თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების მოდულზე ტრენინგებს საარჩევნო კომისიების წევრებისთვისაც ახორციელებს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24