პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში

21.09.21 11:45


ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

​„ვერც ერთი პროექტი, ვერც ერთი წინადადება ოპოზიციის მხრიდან ვერ ვიხილეთ დღემდე. ვერც ერთი ოპოზიციური პარტიისგან ვერ ვიხილეთ დღემდე. რატომ – იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ასეთი ხედვა, იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, თუმცა, იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხი არ გამოდის მათ დაძახილზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები