პოლიტიკა
19.10.21 16:00
შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ან ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ გულწრფელად რომ საუბრობდნენ, ბედნიერი ვიქნებოდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ამ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიდან დიდი სიძულვილი მოდის.
„შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ან ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ გულწრფელად რომ საუბრობდნენ, ბედნიერი ვიქნებოდი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, რომ გულწრფელად უნდოდეთ, ზიზღი დასრულდეს, შევრიგდეთ და საქმეს მივხედოთ. ამ შემთხვევაში საერთოდ გადავიხვეწებოდი და საჯარო სივრცეში თვალით ვერ დამინახავდნენ. ამ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიდან ამხელა სიძულვილი მოდის.
იტყუებიან – ერთი გამოვა ამბიონზე და იტყვის, შევრიგდეთ, შემდეგ ღარიბაშვილი საზიზღრობას იტყვის და ისევ ზიზღს აღვივებს. სააკაშვილი ერთ აბზაცში იძახის, შევრიგდეთო. თან შერიგებაზე საუბრობს და თან საჯარო მოხელეებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს. ჯარს, პოლიციას და სპეცრაზმს რომ მოუწოდებ, „ქართულ ოცნებას“ არ დაემორჩილოო, ეს არის საბოტაჟი, სიძულვილის გაგრძელება და არა შერიგება. ორივე ყალბია, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ზიზღის დასრულება არც ერთს არ უნდა, არც ერთს უნდა, ქვეყანას მივხედოთ, არადა, ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა. ჩვენს გარშემო რეგიონში საშიში პროცესები მიდის, პაკისტანი მონაწილეობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად წვრთნებში ირანის წინააღმდეგ. აქეთ რუსეთია, ჩვენ ერთმანეთს ვაგინებთ და სააკაშვილის მხარდამჭერებს ჰგონიათ, რომ სააკაშვილის გარშემო დედამიწა ბრუნავს და აქეთ ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჰგონიათ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღია. ჩვენს გარშემო ისეთი რამეები ხდება, რომ შეიძლება, ჩვენი გვარი წაიშალოს. ეს არის უბედურება, ფარისევლობა, სიყალბე და სინამდვილეში ზიზღი. ცხრა წელია, ერთმანეთის ცხრა წელზე ლაპარაკობენ, რაც უბედურებაა. შერიგება რომ უნდოდეთ და საქმის კეთება, ვიტყოდი, ღმერთი გაგახარებთ-თქო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24