საზოგადოება
25.10.21 14:00
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1200-მდე პირი აიცრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში იმუნიზაციის მსურველების აქტივობა მაღალი არ არის.
„ქვეყნის 49 დიდი სოფელში, სადაც 3 ათასზე მეტია მოსახლეობა, იქ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს.
კარდაკარ ჩამოვლა ხდება და მოწვევა. რომ გითხრათ, ძალიან დიდია აქტივობა, არა, მაგრამ მარტო აცრა არ არის სამიზნე. სამიზნე არის კიდევ მეტი ინფორმაციის მიტანა სოფლის მოსახლეობასთან. თითოეულ ამ სოფელში მოსახლეობის 10-15 პროცენტი არის აცრილი, ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში ჩასვლით. ჩვენ დამატებით 1200-მდე ადამიანი ავცერით. მარათონი დაწყებულია შიდა და ქვემო ქართლში, ასევე დაიწყო კახეთში, მცხეთა-მთიანეთში.
ალბათ, მე წავალ ოთხშაბათს სამცხე-ჯავახეთის დიდ სოფლებში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში. დღეს მარათონი იმერეთში დაიწყო, პაატა იმნაძეა წასული და ხათუნა ზახაშვილი. ასევე ერთვება რაჭა-ლეჩხუმი და გურია. აჭარაში დაწყებულია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სამინისტროს ძალებით, ალბათ, არჩევნების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც იქნება წარმოდგენილი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა უარს იმუნიზაციაზე რამდენიმე მიზეზით ამბობს, მათ შორის, არის აცრის შიში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ნაკლები კომუნიკაციაა.
„საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ძირითადი წინააღმდეგობა და ბარიერი არის აცრის შიში, ჩვენ ვიცით, რომ აცრები ძირითადად ბავშვთა ასაკში ტარდება და ხანდაზმულებს, მოზრდილებს რატომ გვჭირდებაო. ნაკლები აქვთ ინფორმაცია, ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის განსაკუთრებული დაავადება, გრიპია, სურდო, გადაიტანენ და იმუნიტეტი ექნებათ.
ასევე არის სხვადასხვა მითი, რომ გართულებებს მოგვცემს. საუბარია უშვილობაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე. ამბობენ, რომ ვაქცინირებულებიც ავადდებიან და რატომ შველის ვაქცინა, თუმცა, როდესაც ავხსნით, რომ ვაქცინირებულებში სიკვდილი, ჰოსპიტალში და რეანიმაციაში მოთავსების რისკი დაბალია, შეიძლება დაითანხმო“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
ცნობისთვის, ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24