ეკონომიკა

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 36%-ით გაიზარდა

10.10.16 15:55


ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს — საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყანაში დაახლოებით 17,1 მილიონი ბოთლი გაგზავნა, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

სულ საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე გაიტანა 32,4 მილიონ ბოთლზე მეტი (0,75 ლიტრი), რაც 35%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი — 154% (3 852 245), უკრაინა — 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი — 60% (67 522), ბელარუსი — 51% (789 876), პოლონეთი — 47% (1 633 514), ესტონეთი — 43% (485 688), ყირგიზეთი — 39% (163 966), რუსეთი — 36% (17 056 936), გერმანია — 18% (223 862), იაპონია — 20% (134 808), აშშ — 5% (191 086), ლატვია 1% (841098) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936), ჩინეთი (3852245), უკრაინა (3457028), ყაზახეთი (2535163) და პოლონეთი (1633514).

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა — ზრდამ 26,5% შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები