ეკონომიკა

იაპონიაში ქართული მაწვნით დაინტერესდნენ

10.10.16 20:30


იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „JATA 2016“ ქართულმა მაწონმა ინტერესი გამოიწვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ტოკიოში გამართულ გამოფენაში შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა. სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ ქართული მაწვნისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

გამოფენის პარალელურად ასევე ჩატარდა სემინარი, რომელზეც იაპონურ და ინგლისურ ენებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოეწყო.

სემინარს ესწრებოდნენ იაპონელი ტუროპერატორები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. ტოკიოს გამოფენაში მონაწილეობდა 141 ქვეყნის 1 161 კომპანია.

JATA 2016-ს წელს რეკორდული რაოდენობის დამთვალიერებელი ჰყავდა —185 ათას 800 კაცი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები