პოლიტიკა
17.11.21 10:00
საფრანგეთის ბიზნესგაერთიანების MEDEF დელეგაცია თბილისს საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შედეგად ეწვია. დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ფრანგ ბიზნესმენებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები და არსებული ბიზნესგარემო, ასევე ისაუბრა პანდემიის შედეგებისა და პოსტკოვიდურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის შესახებ.
პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი ინოვაცია, ყოველთვის მეტი ორიენტირი ტექნოლოგიებისაკენ, გაციფრულებისაკენ, განახლებადი ენერგიისაკენ. ეს ყველაფერი არის სექტორი, რომელიც უფრო და უფრო იმედისმომცემია, საჭირო ხდება და ითხოვს ენერგიის მობილიზებას.
,,საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ პანდემიის კრიზისის დროს, საქართველომ წარმატებას მიაღწია და გახსნა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც მილიარდიანი ინვესტიციის კაპიტალით დაფუძნდა, მიუნხენის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს და ძირითადად ტექნოლოგიასა და მეცნიერებას ასწავლის. ეს მომავლში ჩადებული უდიდესი ფსონია.
მე ვფიქრობ, ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებით, როდესაც ყველამ ფსონი მომავალზე უნდა დავდოთ. ვერ შევძლებთ უბრალოდ გაგრძელებას და იმის ლოდინს, რომ [პროცესები] უწინდებურად განახლდება. მეტი რისკი, მეტი ფსონი უნდა გავიღოთ და ახალი მიმართულებები განვავითაროთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა და ეს ახალი მიმართულებები - ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულება პატარა ქვეყნებს აძლევს საშუალებას, რომ დიდებს ეთამაშოს. ფარმაცევტული ინდუსტრია - ახალი მწარმოებლების მოძიების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ მედეას ქვეყანა ვართ. ფარმაცია, ფარმაცევტული ინდუსტრია, ყოველ შემთხვევაში ტრადიციული აქ არსებობდა, დღესაც არსებობს თუმცა არასაკმარისად, და საჭიროა მისი განვითარება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 496
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24