პოლიტიკა
07.12.21 10:45
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში, საქართველოს პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც მან „ოცნებას“ ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა.
„სააკაშვილის განცხადება მუქარანარევი კი არა მუქარაა. შევრიგდეთ ჯერ და მერე ვითამაშოთ, თუ ჯერ დავნიშნოთ ახალი მატჩი და მერე შევრიგდეთ, აი რაღაც ეგეთი ლაპარაკია. სუსი ავრცელებს ჭორს რას ნიშნავს? პატიმარი თუ ხარ სულ საავადმყოფოში უნდა იწვე, რაც მოგისაჯეს ის პერიოდი? ეს ჭორი არ არის, ეს არის ის რეალობა რაც გვაქვს. ადამიანი თუ საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას გადადის საავადმყოფოში და საავადმყოფოდან ბრუნდება საპატიმროში“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.
გია ვოლსკის თქმით, ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს.
ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან.
„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, ვთქვათ უკეთესია სააკაშვილის გარეთ გამოშვება და საზოგადოება, ვისაც არ უნდა, რომ ის გარეთ გამოვიდეს, ვითომ აღარ არსებობს, მთელი საქართველო ითხოვს, რომ გამოუშვით. ჩვენ შევიკრიბეთ, პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გეგონება იქ ვართ, ჩრდილოეთ კორეაში, მოდი გამოვუშვათ. ე.ი. აღარაფერი აღარ არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი!. გამოვუშვათ და ახლა შევრიგდებით. აი. თქვენ გგონიათ ეს უკეთესია, ვიდრე ის, რასაც კანონის აღსრულება ჰქვია?! თვითონ „ნაცმოძრაობაში“ ისეთი დაბნეულები არიან, რომ ვერ შეუსაბამეს ერთმანეთს, აბა რა თქვან?! ხომ არ იტყვიან - გამოუშვით, მას ასე უნდა, დაიღალა, ამის დრო სად აქვს, რომ ციხეში იჯდეს.
აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია, ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელი და ლუარსაბ მეფე მოიგონა კიდევ ბოლოს.
სწორია ის, რასაც მელია ამბობს, ამას უჯერებს ის ხალხი, რაოდენობა, რომელიც ასე არ ფიქრობს?! ანუ, სამოქალაქო ომის დაწყებას აანონსებს თუ რის საფუძველზე? 2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.
იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.
მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24