ეკონომიკა

გუდაურში „რედისონისა“ და „შერატონის“ ბრენდების სასტუმროები აშენდება

12.10.16 20:05


გუდაურში „რედისონისა“ და „შერატონის“ ბრენდების სასტუმროები აშენდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური ავრცელებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ გუდაურში სამშენებლო კომპანია „რედკოს“ მიერ დაგეგმილი მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც 10 ჰექტარის განვითარებას ითვალისწინებს, 2016 წლის ნოემბერში დაიწყება და 5 წელიწადში დასრულდება.

როგორც კუნელაურმა აღნიშნა, ეს პროექტი შემუშავებულია კანადური კომპანია „ეკოსაინსის“ მიერ და მოიცავს ახალ გუდაურში 26 ნაგებობის მშენებლობას.

პროექტით გათვალისწინებულია, როგორც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების, ასევე სასტუმროს ტიპის კომპლექსების და კოტეჯების მშენებლობა.

„ჯამში, ამ პროექტით, გუდაურს 1500 ნომერი დაემატება“, – განაცხადა მან.

კომპანია „რედკო“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 70 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანიამ 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები