პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა

13.01.22 15:40


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცების, კერძოდ შერიგებისა და ჩართულობის მიმართულების სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე, რაზეც სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის როლს და შესაბამისი მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მიზნად ისახავს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას.

 

თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე განხორციელებისთვის.

 

შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები