პოლიტიკა
14.01.22 11:15
გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, – ეს განცხადება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაურემა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აღნიშნული შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებმა მოლაპარაკება გამართეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან. შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობა განიხილებოდა.
„უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მაინც შეძლო შთამბეჭდავი რეფორმების გატარება და საგრძნობლად გააუმჯობესა თავდაცვისუნარიანობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით. ეს პაკეტი გავაძლიერეთ, რათა გაუმჯობესებულიყო კავშირი საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის, გაძლიერებულიყო საქართველოს საზღვაო კომპონენტი და უფრო მეტად ყოფილიყო ფოკუსირებული მედეგობაზე. უკრაინა და საქართველო ნატო-ს პარტნიორები არიან და ორივე იღებს სარგებელს ნატო-ს უპრეცედენტო მხარდაჭერისგან. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ მათ აქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა დაიცვან საკუთარი უსაფრთხობა და ასევე წვლილი შეიტანონ ევროპის უსაფრთხოებაში. ჩვენ ასევე დავადასტურეთ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, – განაცხადა ადმირალმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24