პოლიტიკა
19.01.22 16:20
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვივნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტში საქართველოსთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტთან, ანდრიუს კუბილიუსთან; საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირების შეთანხმებების სამუშაო ჯგუფის ხელმძვანელთან ნაჩო სანჩეზ ამორთან; ევროპარლამენტის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რიხარდ ჩარნეცკისთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, ვიოლა ფონ კრამონთან და პეტრას ოსტრევიჩიუსთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვას ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუციებში, რომელზეც მუშაობა ევროპარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს. ევროპარლამენტარებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს საკითხის ევროკავშირის დღის წესრიგში და მიმდინარე განხილვებში აქტიურად წარმოჩენას.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მათ შორის, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტის წევრების ვიზიტები საქართველოში და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრები ბრიუსელში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს
18:0027.05.22
-
17:4027.05.22
-
17:2027.05.22
-
17:0027.05.22
-
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ღირსების მედლით დააჯილდოვა
16:4027.05.22
-
16:2027.05.22
-
16:0027.05.22
-
მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მლნ დოლარი - ირაკლი ღარიბაშვილი
15:4027.05.22
-
15:2027.05.22
-
თამარ ტალიაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი
15:0027.05.22
-
14:4027.05.22
-
რომან გოცირიძე - „დავგუგლე“: ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი 2014 წელს ახსენა
14:2027.05.22
-
14:0027.05.22
-
13:4027.05.22
-
13:2027.05.22
-
13:0027.05.22
-
12:4027.05.22
-
12:2027.05.22
-
12:0027.05.22
-
11:4527.05.22
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
11:3027.05.22
-
11:1527.05.22
-
11:0027.05.22
-
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
10:4527.05.22
-
დავით ზალკალიანმა აშშ-ში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გამართა
10:3027.05.22
-
10:1527.05.22
-
დღეს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ
10:0027.05.22
-
დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იზრდება
18:0026.05.22
-
ელისაბედ II საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
17:3026.05.22
-
17:0026.05.22
-
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
16:3026.05.22
-
16:0026.05.22
-
15:3026.05.22
-
15:0026.05.22
-
14:3026.05.22
-
4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
14:0026.05.22