პოლიტიკა
21.01.22 13:30
არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს დენის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე. ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს - პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სემეკთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სემეკ-ში შეიტანს წერილს, რომლითაც სხდომის დანიშვნას მოითხოვენ. ხაბეიშვილის თქმით, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სამი მოთხოვნა აქვთ, კერძოდ, არ გაძვირდეს დენის ტარიფი, გასაჯაროვდეს უჩა მამაცაშვილის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ჩაიხსნას ეს კომპანია, რაც როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, უზრუნველყოფს ტარიფის შემცირებას.
„2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა და 6 თეთრს გადაიხდიდით, 2022 წელია კალენდარზე და ადამიანებს უწევთ ყველაზე იაფ ელექტროენერგიაზე 18 თეთრის გადახდა, ამასობაში ყველაზე ძვირს, ანუ 18 კილოვატზე მეტს ვინც დაწვავს, 26.5 თეთრის გადახდა უწევს. ადრე ყველაზე ძვირი ელექტროენერგია იყო 15 თეთრი, 11 თეთრით უფრო მეტის გადახდა უწევთ მოქალაქეებს, ამასობაში არ დაგვავიწყდეს, მეწარმეებს კიდევ უფრო გაუძვირდათ გადასახადები და მათთვის კიდევ უფრო გაძვირდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგალითად, მეპურეს, რომელიც თონეში პურს აცხობს და მოიხმარს ელექტროენერგიას, გაუძვირდა ელექტროენერგია, ის აძვირებს პურს და ეს შეეხეო შემდეგ მოქალაქეებს. ელექტროენერგიის გაძვირების გარდა მოიმატა პროდუქტებზე ფასებმა, რადგან მეწარმეს გაუძვირდა ელექტროენერგია. ბიძინა ივანიშვილმა კი შექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები გორში, გლდანში, გამოიმუშავებს ბიტკოინებს და თვითონ თითქმის მესამედ ფასად ყიდულობს ელექტროენერგიას.
ვინც ახლა გვისმენს, ის მოქალაქეები სამჯერ უფრო მეტს იხდის, ვიდრე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რიგით მეწარმესთან შედარებითაც სამჯერ უფრო იაფად ყიდულობს დენს ბიძინა ივანიშვილი, გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას, მილიონებს. როცა დენს ვყიდულობთ, ‘შუაში“ გააჩინა უჩა მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილის კომპანია, რომელიც დამატებით მილიონებს ეზიდება საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. სემეკისგან ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას, ანუ რამდენ მილიონს პარავს რუსი ოლიგარქი და მისი დეიდაშვილი საქართველოს მოქალაქეებს. ეს უნდა გაასაჯაროონ. მოვითხოვთ ამ კომპანიის ჩახსნას, რაც რამდენიმე თეთრით დენის ტარიფის შემცირებას უზრუნველყოფს.
ასევე მეორე საკითხია, რომელიც უკავშირდება ლარის გაუფასურებას და ამიტომაც მოხდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება, თუმცა, ესეც პირდაპირ დაკავშირებულია რუსი ოლიგარქის პოლიტიკასთან, ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან და ვხედავთ, ლარი გააკუპონეს. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს ის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე, ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს - 14 თეთრი. წერილს შეიტანს ანტიკორუფციული მოძრაობა და მოვითხოვთ სემეკისგან სხდომის დანიშვნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმ დოკუმენტის საჯაროობა, რომლითაც უჩა მამაცაშვილი იპარავს მილიონებს. პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0023.05.22
-
მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ
17:2023.05.22
-
დარჩენილია ცოტა დრო, უნდა შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი და ჩავიდეს ბრიუსელში - ჯაფარიძე
16:5023.05.22
-
16:2023.05.22
-
15:5023.05.22
-
რომან გოცირიძე კობახიძის შეთავაზებაზე: თავად ჩამოწერონ, რა გააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერად
15:2023.05.22
-
საქართველოს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება
14:5023.05.22
-
14:1023.05.22
-
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისიდან იწყება
13:4023.05.22
-
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა
13:2023.05.22
-
13:0023.05.22
-
შვედეთი, ფინეთი, დაშნაკები, ქურთი ტერორისტები - რა აქვთ მათ საერთო?
12:4023.05.22
-
12:2023.05.22
-
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარდგება
12:0023.05.22
-
23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ - პრემიერი
11:4023.05.22
-
11:2023.05.22
-
11:0023.05.22
-
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
10:4023.05.22
-
10:2023.05.22
-
პარლამენტში დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მოუსმენენ
10:0023.05.22
-
მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"
16:2021.05.22
-
16:1021.05.22
-
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
18:0020.05.22
-
მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს
17:4020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:2020.05.22
-
ვიქტორ დოლიძე: ნატოდან საქართველოს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
17:0020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
16:3020.05.22
-
16:0020.05.22
-
15:3020.05.22
-
15:0020.05.22
-
უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
14:0020.05.22
-
13:0020.05.22
-
პამირი და ზანგეზური - ევრაზიის ორი საკვანძო წერტილი
12:0020.05.22
-
გვარამია არის დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას - არჩილ თალაკვაძე
11:4520.05.22
-
11:3020.05.22
-
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე
11:1520.05.22