ეკონომიკა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3537 ლარი გახდა

14.10.16 16:50


ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3537 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3537 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3527 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა.

კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5942 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5920 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 910


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები