ეკონომიკა

საქართველოში მეტი თანხების გადმორიცხვა დაიწყეს

17.10.16 15:55


ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გადარიცხვების მოცულობამ მიმდინარე წლის სექტემბერში 100,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. საქართველოში გადარიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი.

სექტემბერში ამ ქვეყნიდან 34,9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.

მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც საქართველოში გადმორიცხულია 12,2 მილიონი დოლარი. მას მოჰყვება საბერძნეთი (10,8 მილიონი დოლარი), იტალია (10 მილიონი დოლარი), თურქეთი (7,4 მილიონი დოლარი), ისრაელი (5,8 მილიონი დოლარი) და ა.შ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 3484


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები