მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

04.04.22 16:00


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები და გენოციდი განახორციელა.

 

BBC-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთთან მშვიდობის საკითის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა.

ჩვენ, 21-ე საუკუნეში, ევროპაში ვართ. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები