ანალიტიკა
15.04.22 11:00
სომეხ ნაციონალისტებსა და სეპარატისტებს ძალიან უყვართ ყველა სახის სიმბოლო. სწორედ ამგვარი სიმბოლური აქტი გახლდათ შეუმდგარი „არცახის“ სეპარატისტთა მიერ 2022 წლის 13 აპრილს, ხანკენდის (სტეფანაკერტის) მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცნობილი ძეგლის „ჩვენ და ჩვენი მთები“ ფონზე რუსული დროშებით Z ასოს გამოფენა. ეს სიმბოლო იმთავითვე აიტაცა კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა თავის ტელეგრამ არხზე. ( https://t.me/margaritasimonyan/11045 ):
„ლამაზია სტეფანაკერტში. მადლობა!" დაწერა სიმონიანმა. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ავისმომასწავებელი ასობგერა და რუსეთის დროშა დღეს უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის სიმბოლოდ იქცა.
რისი ჩვენება სურდათ „არცახელ“ სეპარატისტებს ამ სიმბოლოთი? იმის, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს ბუჩაში, მარიუპოლში, ჩერნიგოვში, იზიუმში და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას? ასე გამოდის.
გარდა ამისა, ასო Z აზერბაიჯანის მიწაზე გამოხატავს ამ მიწაზე რუსი სამშვიდობოების „საფარქვეშ“ მყოფ სეპარატისტების იმედს. ისინი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ რუსები მათი ინტერესების დასაცავად იბრძოლებენ. უფრო მეტიც, ისინი აშკარად იმედოვნებენ, რომ რუსი სამხედროები აზერბაიჯანულ მიწებს უკრაინის მსგავსად „დიადი სომხეთის“ გულისთვის იმავე სიკვდილსა და ნგრევას მოუტანენ.
თუმცა, ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მთავრობამ დაიწყეს რეალური ნაბიჯების გადადგმა აზერბაიჯანთან მშვიდობის დასამყარებლად. მაგრამ ეს მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან სომხეთი ოფიციალურად საბოლოოდ და უპირობოდ აღიარებს ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად. და ამის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან სეპარატისტული ბანდების მხარდაჭერაზე საუბარი არ შეიძლება. სეპარატისტთა იმედი მხოლოდ ახალი რუსული აგრესიაა. ბოლოს და ბოლოს რუსმა სამშვიდობოებმა სამ წელზე ცოტა ხანში უნდა დატოვონ ყარაბაღი, შემდეგ კი სეპარატისტებს ვეღარავინ დაიცავს.
თუ რად ღირს სომეხი ნაციონალისტების, რევანშისტების და "არცახელი" სეპარატისტების იმედები მკაფიოდ აჩვენა მოვლენებმა, რომლებიც მაშინვე განვითარდა იმავე ღამეს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მათ ასობგერა Z გამოსახეს.
2022 წლის 13-14 მარტის ღამეს უკრაინულმა რაკეტებმა დაარტყეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“. გემს გაუჩნდა ცეცხლი და აფეთქდა საბრძოლო მასალა. შედეგად, გემი მიატოვა ეკიპაჟმა (მათ ვინც აფეთქებებს გადაურჩა) და ჩაიძირა.
კრეისერ „მოსკვას“ დაღუპვა სწორედ იმ კრეისერისა, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის აგრესიაში 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინის ყირიმის ანექსიაში 2014 წელს და რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი აგრესიის დროს უკრაინის წინააღმდეგ, სარაკეტო თავდასხმები დაიწყო უკრაინის ქალაქებზე, მეტად სიმბოლური გახდა. ამან აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის დომინირება შავი ზღვის აუზში დასასრულს უახლოვდება.
რუსული შავი ზღვის ნაქები ფლოტი, რომელსაც ეყრდნობოდა რუსეთის ბატონობა შავი ზღვის აუზში, უსუსური და მარტივად დასაძლევი აღმოჩნდა. თანაც მიუხედავად იმისა, რომ იგივე ნატო, რომლის წინააღმდეგაც ეს ფლოტი შეიქმნა და შეიარაღებული იყო, ომშიც კი არ ჩაბმულა. ხომალდებს უკრაინის არმია ანადგურებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის იგივე შავი ზღვის ფლოტის დახმარებით სეპარატიზმისა და საზღვრების გადაკეთებისათვის ნებისმიერი შემდგომი მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში გამორიცხულია.
უპირველეს ყოვლისა, ეს "ნიშანია" აფხაზეთის სეპარატისტებისთვის და აფხაზეთის სომხობისთვის, რომლებმაც უკვე მიითვისეს ეს ქართული მიწა - ამაოა თქვენი იმედები, რომ გააგრძელებთ რუსეთის სამხედრო ძალის მფარველობის ქვეშ უცხო მიწებისა და სხვათა სახლების შენარჩუნებას. ვინაიდან ეს ძალა ჩვენს თვალწინ ნადგურდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
„არცახელი“ სეპარატისტები კი Z ასობგერისადმი სიყვარულით იძირებიან სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“-თან ერთად. უფრო მეტიც, ისინი სიმბოლოებით თავადვე გაერთიანდნენ აგრესორებთან.
Kavkazplus
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მარგარიტა სიმონიანის მორიგი ტყუილი - ამჯერად "მონობის შესახებ მავრიტანიაში"
16:2021.05.22
-
16:1021.05.22
-
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების საფუძვლების ჩამონათვალი გაფართოვდება
18:0020.05.22
-
მოძრაობა „აი ია“ ამერიკის ელჩ კელი დეგნანისგან მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მკაფიო პასუხს ითხოვს
17:4020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
17:2020.05.22
-
ვიქტორ დოლიძე: ნატოდან საქართველოს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება
17:0020.05.22
-
ილია დარჩიაშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
16:3020.05.22
-
16:0020.05.22
-
15:3020.05.22
-
15:0020.05.22
-
უკანონო ზეწოლა პოლიციელებზე, სამხედრო და სუს-ის მოსამსახურეებზე - DRI-ს საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
14:0020.05.22
-
13:0020.05.22
-
პამირი და ზანგეზური - ევრაზიის ორი საკვანძო წერტილი
12:0020.05.22
-
გვარამია არის დამნაშავე, რომელიც ამოფარებული იყო მედიას და პოლიტიკას - არჩილ თალაკვაძე
11:4520.05.22
-
11:3020.05.22
-
"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა“ - კრამონი კობახიძეზე
11:1520.05.22
-
11:0020.05.22
-
10:4520.05.22
-
იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
10:3020.05.22
-
10:1520.05.22
-
თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
10:0020.05.22
-
ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა
18:0019.05.22
-
ლოგიკურია რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ლევან მამალაძე ბრუნდება, დაგვიანდა კიდეც - გიგა ბოკერია
17:4019.05.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა
17:2019.05.22
-
17:0019.05.22
-
16:4019.05.22
-
16:2019.05.22
-
16:0019.05.22
-
ლაშა ხუციშვილი ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
15:4019.05.22
-
„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
15:2019.05.22
-
თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას: როგორ გაქვთ “სამთავრობო თმის ვარცხნილობები”, ყალყზეა?!
15:0019.05.22
-
მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა
14:3019.05.22
-
14:0019.05.22
-
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
13:4019.05.22
-
13:2019.05.22
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
13:0019.05.22