პოლიტიკა
22.06.22 11:40
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა.
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა.
მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მოსავლის აღება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თანამედროვე "მომთაბარე სოფლის მეურნეობა"
16:0003.07.22
-
მოიშორებს თუ არა პუტინი ლავროვ-კალანტარიანს?
21:5002.07.22
-
ალექსის ოჰანიანი ერთდროულად აფინანსებს "არცახის" და "ჯავახკის" სეპარატისტებს
21:4002.07.22
-
18:0001.07.22
-
17:4001.07.22
-
17:2001.07.22
-
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
17:0001.07.22
-
16:4001.07.22
-
16:2001.07.22
-
სასამართლომ მარნეულში ეკლესიის დაფინანსება დისკრიმინაციულად მიიჩნია
16:0001.07.22
-
„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი
15:4001.07.22
-
ვოლსკი საფრანგეთში საქართველოს ყოფილს ელჩს არაკომპეტენტურს უწოდებს
15:2001.07.22
-
15:0001.07.22
-
14:3001.07.22
-
14:0001.07.22
-
13:4001.07.22
-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს
13:2001.07.22
-
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
13:0001.07.22
-
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
12:4001.07.22
-
12:2001.07.22
-
ირაკლი ქარსელაძე ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა ვალეანის შეხვდა
12:0001.07.22
-
11:4001.07.22
-
11:2001.07.22
-
11:0001.07.22
-
10:4001.07.22
-
ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელის ცემაზე აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს
10:2001.07.22
-
10:0001.07.22
-
18:0030.06.22
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9283 ლარი გახდა
17:4030.06.22
-
17:2030.06.22
-
აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
17:0030.06.22
-
16:4030.06.22
-
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა
16:2030.06.22
-
ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი - მიხეილ ყაველაშვილი
16:0030.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
15:4030.06.22
-
15:2030.06.22