პოლიტიკა

აშშ-ს საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა - გიგა ბოკერია

01.07.22 16:20


"მე არ მახსენდება 30 წლის განმავლობაში ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაშიც კი მსგავსი ინცინდენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სირცხვილი, იმის გამო რომ ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, არ არის ადვილად ჩამოსარეცხი.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინცინდენტს.

 

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც ამ ამბის შემდეგ გვესმის ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისგან უბრალოდ დამამძიმებელია. აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს დეტალებს რა მოხდა იქ და ტყუილ-მართალს, რომელსაც ავრცელებენ.

 

"ის, რომ ეს ხალხი ქართველობაზე დებს თავს და ამით ამართლებს თანამდებობის პირებისგან ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მიღებაზე, სტუმრად ყოფნისას ძალადობას, არის პირდაპირი დიაგნოზი, ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინება იმ დეგრადაციისა, რაც ივანიშვილმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები