ანალიტიკა
03.07.22 16:00
ტენდენციურმა ისტორიკოსებმა დაწერეს ფსევდომეცნიერული შრომების მთელი ტომები ვითომდა „მომთაბარეთა [თითქოს] პრიმიტიულობასა და ჩამორჩენილობაზე“. მიუხედავად იმისა, რომ მომთაბარე მესაქონლეობა, სტეპური რეგიონების რესურსების, როგორც სასოფლო-სამეურნეო გზის ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით, იყო ნამდვილი „ორგანიზაციული და ტექნოლოგიური გარღვევა“. ყოველივე ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ საძოვრად არახელსაყრელი პერიოდისთვის (ზამთარი, ზაფხულის გვალვა და ა.შ.) საქონლის საკვები მოემარაგებინათ, პირუტყვი უბრალოდ გადაიყვანეს იქ სადაც ამჟამად კარგი საძოვრებია.
თურმე „მომთაბარე“ შეიძლება იყოს არა მარტო მესაქონლეობა, არამედ სოფლის მეურნეობაც. ამას ნათლად აჩვენებს მოსავლის აღების პრობლემა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო. მართალია არა პირუტყვი „ეწევა მომთაბარეობას“, არამედ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ფრონტის ხაზმა ბანალურად შეწყვიტა მისი „მომთაბარეობა“.
როგორც ჩანს, რუსეთმა შეძლო დაეპყრო უკრაინის ყველაზე "პურით ბარაქიანი" რეგიონები - ხერსონი და ზაპოროჟიეს რეგიონების სამხრეთი. კრემლის „სტრატეგები“ უკვე მოუთმენლად ელოდნენ უკრაინის სამხრეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის ნაძარცვი მოსავლიდან ზერმოგებას. მეტიც, რუსული აგრესიის გამო მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი გაიზარდა. ამისათვის მათ ადგილობრივ უკრაინელ ფერმერებს საშუალება მისცეს, დათესონ მინდვრებზე ოკუპაციის პირობებში, რათა დაზოგონ ან თუნდაც უბრალოდ წაართვან მოსავალი თითქმის გროშებად, მაგრამ ნურას უკაცრავად.
სამხრეთ უკრაინის უკიდეგანო ხორბლის მინდვრებში დღეს არ ჩანს კომბაინები. თუმცა, რომ გასულ წლებში, სწორედ ამ დროს აქ მოსავლის მომკის ფერხული იყო გაჩაღებული. მაგრამ ახლა ამისთვის საჭირო ტექნიკა არ არსებობსს. მთელმა ტექნიკამ ერთი წლის წინ, ასე ვთქვათ „ჩრდილოეთით გადაინაცვლა“ და თებერვალში საომარი მოქმედებების გამო ვეღარ დაბრუნდა.
საქმე იმაშია, რომ უკრაინაში ბოლო წლებში შეიქმნა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომთაბარე გამოყენების“ სისტემა. მოსავლის აღება ასე წარიმართა: გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში, უკრაინის ყველა რეგიონიდან კომბაინები შემოიტანეს სამხრეთით, სადაც მოსავლის აღება დაიწყო. შემდეგ მთელი ეს აღჭურვილობა ჩრდილოეთისკენ ფართო ფრონტით დაიძრა, იმისდა მიხედვით თუ სად მწიფდებოდა მარცვალი. იმავე ადგილას, უკრაინის ჩრდილოეთით, ბოლო მინდვრებზე მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, ეს აღჭურვილობა ძირითადად "გამოიზამთრებდა" და რემონტდებოდა, ხოლო სამხრეთით მას ენაცვლებოდა ზამთრის კულტურების სათესი ტექნიკა.
შედეგად, რუსული აგრესიის დასაწყისამდე, ზამთრის მარცვლეულის მინდვრები უკრაინის სამხრეთით უკვე დათესილი იყო. გაზაფხულზე, თუნდაც ოკუპაციის პირობებში, სათესი ტექნიკის დეფიცითი არ შეინიშნებოდა. მაგრამ როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთიდან უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიიდან სამხრეთისაკენ, ვერც ერთმა კომბაინმა ვერ „გაარღვია“ ფრონტის ხაზი. ხოლო ხერსონში და ზაპოროჟიეს სამხრეთით დარჩენილი კომბაინები ნამდვილად მოაკლდა მოსავლის აღებას. ჰო და აქ „დარჩნენ გამოსაზამთრებლად“ და შარშან ზაფხულს ჩრდილოეთით არ წასულან, როგორც წესი მხოლოდ იმიტომ, რომ მწყობრიდან იყო გამოსული, ხოლო მუშა მდგომარეობაში არსებული ტექნიკა ოკუპანტებმა, როგორც მძარცველებს ახასიათებთ ჩვეულებისამებრ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ამასობაში დრო იწურება. მარცვლეული უკვე იწყებს ცვენას, წვიმა თავთავებს ხრის და ერთ-ორ კვირაში მათ კომბაინი უბრალოდ ვეღარ ასწევს. მოსავალი უკრაინის სამხრეთში (და ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, ზოგიერთი მონაცემებით, მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის 3%-მდეა უზრუნველყოფილი) ჩვენს თვალწინ ქრება, ხოლო ყველაზე ღარიბ ქვეყნებს ბანალური შიმშილი ემუქრება.
Kavkazplus
წაკითხულია : 523
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0012.08.22
-
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
17:3012.08.22
-
17:0012.08.22
-
პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება
16:3012.08.22
-
ლორის-მელიკოვი - ტერორიზმის მფარველი, მოღალატე და მეფის მკვლელი
16:0012.08.22
-
15:3012.08.22
-
საპარლამენტო დელეგაციამ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში შეხვედრები გამართა
15:0012.08.22
-
კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
14:3012.08.22
-
13:5012.08.22
-
13:2012.08.22
-
12:5012.08.22
-
„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე
12:2012.08.22
-
ოზურგეთში 50 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა
12:0012.08.22
-
11:4012.08.22
-
11:2012.08.22
-
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
11:0012.08.22
-
10:4012.08.22
-
ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე, რომ "ოცნებაზე" ზეწოლა აღარ იყოს - ყაველაშვილი
10:2012.08.22
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
10:0012.08.22
-
18:0011.08.22
-
ანა ნაცვლიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ხედვა წარადგინა
17:3011.08.22
-
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
17:0011.08.22
-
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი
16:3011.08.22
-
16:0011.08.22
-
15:3011.08.22
-
15:0011.08.22
-
„სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს“ - სარჯველაძე პოდოლიაკის განცხადებაზე
14:3011.08.22
-
მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო
14:0011.08.22
-
ივანიშვილისგან მუქარა მივიღე, თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი – გოგაშვილი
13:3011.08.22
-
13:0011.08.22
-
Ryanair-ის ხელმძღვანელი: 10 ევროდ ბილეთების ეპოქა დასრულდა
12:4011.08.22
-
შალვა პაპუაშვილი: შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, მარადიული ხსოვნა გმირებს
12:2011.08.22
-
12:0011.08.22
-
11:4011.08.22
-
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება
11:2011.08.22
-
11:0011.08.22