ეკონომიკა
27.10.16 18:00
სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაზიანების აღრიცხვისა და ფოტოგრაფირების ახალი წესი დაამტკიცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრმა სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელი 2016 წლის 26 ოქტომბერს მოეწერა.
უწყების ინფორმაციითვე, ბრძანება გაეროს საერთაშორისო დოკუმენტის – სტამბოლის პროტოკოლის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ხელშეწყობა, ექიმის მიერ შესაბამისი სამედიცინო სახის მტკიცებულებათა დროული და ზუსტი დოკუმენტირების მეშვეობით.
ბრძანება, წესთან ერთად, დეტალურად განსაზღვრავს სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობებს, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხებს.
დაზიანებათა ფერადი ფოტოგრაფირება დაზიანებების დოკუმენტირების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ფოტოზე აისახოს, როგორც დაზიანებათა ხარისხი (სიგრძე, სიღრმე და ა.შ.), ისე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პირის ფოტომასალის ერთმანეთში აღრევა.
ბრძანების თანახმად, ექიმი ვალდებულია, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულზე დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს, დროული და სათანადო რეაგირების მიზნით.
სტამბოლის პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ბრძანება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე სამინისტრო დაწესებულებათა შესაბამის ტექნიკურ აღჭურვასა და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 568
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24