პოლიტიკა
09.08.22 15:00
ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი სამხედროს საბუთები რუსეთის ხელში მოხვდა.
ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის თანამშრომლობა არსებობს და მმართველი გუნდი ქართველ სამხედროებს საფრთხის წინაშე აყენებს.
„ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითლაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც, ასევე, გადაეცა ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს.
არა ერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას. დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვანახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24