პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა

22.09.22 15:00


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ჟან ასელბორნის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში.

 

მათივე ცნობით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები