პოლიტიკა
22.09.22 16:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას აკრიტიკებს მისი განცხადების გამო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.
„გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილსი რეჟიმი არის დასუსტებული და საკუთარი თანაგუნდელები ამხელენ კრემლთან გარიგებაში მთავრობის წევრებს, ამ დროს ისრების გადატანა ენმ-ს თავმჯდომარის მხრიდან არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, „ამ ქვეყაანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი“.
„დავით კეზერაშვილი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ; ისიც აღიარებული პოლიტიკური დევნილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით და ევროპული რეზოლუციით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ენმ-ს წევრმა, პარლამენტარმა გიორგი ბოტკოველმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში „ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის არსებობის შესახებ“ იცის, რომელიც „ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს“:
„ახლა, კეზერაშვილზე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, თქვენი ტელევიზია და ის მაგარი გუნდი, რომელიც მართლა იბრძვის ივანიშვილის დაფუძნებლი ოლიგარქიის წინააღმდეგ, მისი დამფუძნებელია. მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებ და ვიმეგობრებ, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული“, – განუცხადა ბოტკოველმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
კეზერაშვილის მელიასეულ კრიტიკას „უცნაური განცხადება“ უწოდა ენმ-ს კიდევ ერთმა პარლამენტარმა, დავით კირკიტაძემ და განაცხადა:
„ბუნებრივია, მთელი საზოგადოების, – არამხოლოდ ოპოზიციის, ამ ქვეყნის ყველა პატრიოტის, – მთავარი ამოცანაა, ოლიგარქი, რომელიც გვაშორებს ევროპას და რომელმაც ამდენი პრობლემა შეგვიქმნა, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო, არის მთავარი პრობლემა. ისრების გადატანა ახლა და სხვა საკითხებზე ენერგიის ხარჯვა არ არის სწორი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.
ვრცლად ამ საკითხზე:
რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკისგან, მით უკეთესი – მელია კეზერაშვილზე.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.09.23
-
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
17:3026.09.23
-
17:0026.09.23
-
16:3026.09.23
-
ლევან დავითაშვილი - ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს
16:0026.09.23
-
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს
15:3026.09.23
-
„საქართველოსთვის“ შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
15:0026.09.23
-
14:3026.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება
14:0026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:2026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:0026.09.23
-
12:4026.09.23
-
12:2026.09.23
-
12:0026.09.23
-
11:4026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
11:2026.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა
11:0026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ილვა იოჰანსონს შეხვდა
10:4026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:2026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:0026.09.23
-
18:0025.09.23
-
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
17:3025.09.23
-
17:0025.09.23
-
16:3025.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობა 3 ათასამდეა
16:0025.09.23
-
15:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
15:0025.09.23
-
14:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:0025.09.23
-
13:4025.09.23
-
13:2025.09.23
-
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციებზე 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
13:0025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
12:4025.09.23
-
12:2025.09.23
-
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
12:0025.09.23
-
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
11:4025.09.23