პოლიტიკა
30.09.22 16:00
საქართველოსა და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაფართოებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რატი ბრეგაძე ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. ამ მიზნით მან ესტონელი კოლეგა თბილისში მოიწვია. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი შექმნის მყარ ნიადაგს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში და ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების მყისიერ იმპლემენტაციას. გარდა ამისა, აღნიშნულ შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ლეა დანილსონ-იარგს მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც ექნება ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში.
„საინტერესო დიალოგი გვქონდა ესტონელ კოლეგასთან არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე. ესტონეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი სახელმწიფოა. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია სამართლებრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, აუცილებლად მოუტანს წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - შეხვედრის შემდეგ განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ „გასაოცარ პროგრესს“, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია“, - განაცხადა ლეა დანილსონ-იარგმა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24