ანალიტიკა
22.10.22 12:20
სომეხი ნაციონალისტები მათ შორის "ჯავახკელი" სეპარატისტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ აგრესიას უკრაინაში, აცხადებენ, რომ ისინი "ნაციზმს" ებრძვიან. მაგრამ, ამავე დროს ნაცისტი დამნაშავეები გარეგინ ნჟდე და დრასტამატ კანაიანი (გენერალი დრო) მათთვის კვლავაც მთავარ გმირებად ითვლებიან.
ცოტა ხნის წინ სეპარატისტულმა ტელეგრამ არხმა "ჯავახკმა" მთელი "ოდა" მიუძღვნა ფაშისტური "სომხური ლეგიონის" შემქმნელს შუცშტაფელს დრასტამატ კანაიანს ხმამაღალი სათაურით "როგორ გაათავისუფლა დრომ ლორი და ჯავახკი".(https://t.me/jvkhk1/1281 ):
„განმათავისუფლებელი დრო.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ გამოაცხადა, რომ ისტორიულად სომხური ჯავახეთი და ლორი მათ რესპუბლიკას ეკუთვნოდა, რადგან ისინი ტიფლისის გუბერნატორის შემადგენლობაში შედიოდნენ.
ქართულმა ჯარებმა დაიკავეს ძირითადად სომხებით დასახლებული ტერიტორიები, რაზეც სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ მოითხოვა ქართველებისგან მშვიდობიანად გასვლა. საქართველოს გადაწყვეტილება მტკიცე იყო და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქაჯაზნუნიმ დრასტამატ კანაიანს უბრძანა, გაეწმინდა ლორი და ჯავახკი ქართული ჯარისგან სამხედრო მოქმედებით.
1918 წლის დეკემბერში სომეხთა ჯარები დროს მეთაურობით გამარჯვების მარშით გადავიდნენ ლორიდან ჯავახკში. მალე საქართველოს მთავრობამ შერიგების წინადადებით იოანე ქაჯაზნუნს მიმართა.
30 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგად, მიღწეული იქნა საბოლოო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 31 დეკემბრის ღამეს.
ლორის სამშვიდობო კონფერენციაზე შეიქმნა ნეიტრალური ზონა, რომელიც ტრანზიტით უნდა ყოფილიყო დაკავშირებული სომხეთთან და ჯავახკთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჩაიშალა დიდი სახელმწიფოების პროქართული პოზიციის გამო“.
პარადოქსულია, მაგრამ სომეხ "ჯავახკელ" სეპარატისტთა საქართველოსადმი სიძულვილი აიძულებს მათ ნებისმიერი ვინმე "განმათავისუფლებლად" მიიჩნიონ. არა მარტო დრასტამატ კანაიანი, არამედ მისი ბოსი ჰიტლერი, მთავარია, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი.
დრასტამატ კანაიანმა „კარიერა“ ტერორიზმითა და წარმოშობით ქართველი ბაქოს გუბერნატორის მიხეილ ნაკაშიძის მკვლელობით დაიწყო, რაც მის მიმართ „აღტაცებას“ იწვევს სომეხ ნაციონალისტებშიც. მან დაასრულა გარეგინ ნჟდესთან ერთად ნაცისტური "სს-ის სომხური ლეგიონის" შექმნით, რომელიც გამოირჩეოდა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკით, მათ შორის ჰოლოკოსტში - ებრაელი ხალხის გენოციდში მონაწილეობით. მაგრამ "ჯავახკელი" სეპარატისტებისთვის მთავარი ის არის, რომ დრასტამატ კანაიანი კლავდა, იბრძოდა საქართველოსთან და სომხეთ-საქართველოს ომის დროს სურდა სამცხე-ჯავახეთის ძირძველი ქართული მიწების ხელში ჩაგდება (სომხური ტერმინოლოგიით "გათავისუფლება"). როგორც ჩანს, სომეხი ნაციონალისტები სამცხე-ჯავხეთში დღესაც ელოდებიან "განმათავისუფლებლებს".
უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებისთანავე იმედოვნებდნენ, რომ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია მოაწყობდა ახალ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის ჯავახკს „გაათავისუფლებდა“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დღეს საფუძვლიანად არის ჩაფლული უკრაინის ომში, სეპარატისტები არ კარგავენ „განთავისუფლების“ იმედს და ადასტურებენ თავიანთ აქტივობას „მეხუთე კოლონის" სახით საქართველოში.
გიორგი კვინიტაძე
წაკითხულია : 514
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24