პოლიტიკა
25.11.22 10:40
მოლდოვასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.
დარჩიაშვილის განცხადებით, როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას აქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები, ევროპისგან მიღებული რეკომენდაციები და ამ მიმართულებითაც მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ მოლდოვასთან.
„მოლდოვაში ვიზიტს აქვს ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა მოცემულ მომენტში – ერთი ის, რომ ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მოლდოვასთან. ვფიქრობ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ის, რომ ჩვენ შემოვიტანთ ახალ იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უფრო გაღრმავების, რაც ძალიან აუცილებელია დღეს. ხოლო მეორეს მხრივ, როგორც მოლდოვა, ისე საქართველო ისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. ჩვენ საერთო ევროპული მომავალი ავირჩიეთ ჩვენი საგარეო მიმართულების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ მოვახდინოთ მეტი კოორდინაცია, მეტი ერთობლივი ძალისხმევა როგორ გავწიოთ, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია, რათა ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაცია კიდევ უფრო ხელშესახები და შედეგიანი იყოს. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.
როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას აქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები, რეკომენდაციები მიღებული ევროპისგან. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება მჭიდრო კოორდინაცია, რადგან საერთო მიზანი გვაქვს და გვექნება კარგი თანამშრომლობა.
კიდევ ერთი მიმართულება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში არის ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი. ესეც იქნება საკითხი, რომელსაც მომავალში ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია და პრაქტიკულად მოვილაპარაკეთ, რომ მომავალ წელს გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც თავის მნიშვნელოვან იმპულსებს მოიტანს ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24