ანალიტიკა
31.12.22 19:20
უკრაინის ომიდან სამწუხარო უამრავი აფხაზური ოჯახი იღებს სამწუხარო ცნობებს. აფხაზი „მოხალისეები“, უფრო სწორად, უკრაინაში საომრად წასული ბოევიკები, რომლებიც იბრძოდნენ „პიატნაშკას“ ქვედანაყოფში, ახრა ავიძბას მეთაურობით, მძიმე დანაკარგებს განიცდიან დონბასში გამართულ ბრძოლებში. 2022 წლის 28-29 დეკემბერს გამოცხადდა სამი ბოევიკის დაღუპვის შესახებ, მაგრამ რეალურად დანაკარგები გაცილებით მეტია, ამ დღეებში პიატნაშკაში 10 აფხაზი მაინც დაიღუპა, უბრალოდ გარდაცვლილთა ცხედრები ჯერ არ არის გამოსვენებული ბრძოლის ველიდან.
აფხაზმა ბლოგერმა დაურ ტარიელოვიჩმა, უკრაინაში აფხაზების დაღუპვასთან დაკავშირებით, მოუწოდა თანამემამულეებს, რომ არ წავიდნენ სასიკვდილოდ ომში უკრაინაში და ნუ დაიღუპებიან იმ ინტერესებისთვის, ვინც აგრესია გააჩაღა ამ ქვეყნის წინააღმდეგ:
ამასთან, ჩნდება კითხვა, რატომ არის სწორედ ეხლა იმ ქვედანაყოფში, სადაც ეთნიკური აფხაზები უკრაინაში რუს აგრესორებს ებრძვიან, ასეთი დიდი დანაკარგები და თანაც, მაინცდამაინც აფხაზებს შორის? ნაწილობრივ ამაზე პასუხის მიღება შესაძლებელია თუ გავიგებთ, რა სასიკვდილო „ხაფანგში“ შეიტყუა სეპარატისტთა მეთაურმა ახრა ავივძბამ (ზარის ნიშანი „აფხაზი“) თანამემამულეები. ის, ვინც, გავიხსენებთ 44-დღიანი ომის შემდეგ შესთავაზა ყარაბაღიდან სომეხ „ლტოლვილებს“ აფხაზეთში ჩასახლება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახრა ავიძბას აფხაზებზე გული საერთოდ არ შესტკივა. რაც უფრო მეტნი დაიღუპებიან უკრაინაში, მით უფრო მეტი აფხაზური მიწა გათავისუფლდება მისი სომეხი "მეგობრებისთვის"?
დღეს კი აგრესორები იძულებულნი არიან სხვა ქვედანაყოფების უზარმაზარი დანაკარგების გამო აფხაზები გადაისროლონ უკრაინული არმიის კარგად გამაგრებულ პოზიციებზე. უფრო მეტიც, უკრაინაში მებრძოლი აფხაზების მდგომარეობას ამძიმებს ახრა ავიძბას ბოლოდროინდელი ბიზნესი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთაგან თავის ქვედანაყოფში „პიატნაშკაში“ ე.წ. „მკვდარი სულების“ ჩაწერით. ამის შესახებ განაცხადა მან, ვისაც ესმის უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის რეალობა, ყოფილმა ე.წ. სეპარატისტული "DPR"-ს "თავდაცვის მინისტრმა" იგორ სტრელკოვმა (გირკინი):
ფულის გაუმაძღარი, ბანდიტი და ნარკომანი ახრა ავიძბა უბრალოდ "ვაჭრობდა" სეპარატისტულ DPR-ში ტოტალური მობილიზაციის დროს თავის "პიატნაშკაში" ჩარიცხვით, საიდანაც სხვაგვარად "თავის დაღწევა" თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ ახრა ავაიძბასთვის ქრთამის სანაცვლოდ, უკრაინის დონეცკის ოკუპირებული ნაწილის მცხოვრებლები, სადაც DPR-ის სეპარატისტული რეჟიმი არსებობს, ფრონტზე წასვლას თავს არიდებდნენ. შედეგად ახრა ავიძბა გამდიდრდა და „პიატნაშკაში“ ამ „მკვდარი სულების“ ხარჯზე ფორმალურად გაცილებით მეტი მებრძოლი ირიცხებოდა, ვიდრე რეალურად.
ყველაფერი კარგად იყო, სანამ დამპყრობლებს ფრონტზე პრობლემები არ შეექმნათ. მათი ქვედანაყოფები უკრაინის პოზიციებზე თავდასხმის დროს კოლოსალურ ზარალს განიცდიან და უფრო და უფრო მეტი მობილიზებულნიც ვერ ახერხებენ მათ კომპენსაციას. შედეგად, რუსეთის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა გამოიყენოს „პიატნაშკა“, თანაც, მისი „ფორმალური“ რაოდენობიდან გამომდინარე.
ასე რომ, ახრა ავიძბას მოუწია ბრძოლაში „მკვდარი სულების“ ნაცვლად "სახეზე არსებული" თანამემამულეების გაგზავნა, რისთვისაც ქრთამს იღებდა. ამით თანამემამულეები ფაქტობრივად გარდაუვალი სიკვდილისათვის გასწირა. „პიატნაშკას“ რაოდენობა ხომ რეალურად გაცილებით ნაკლებია ვიდრე „ქაღალდზე“, რასაც ითვალისწინებენ რუსეთის გენერალურ შტაბში ოპერაციების დაგეგმვისას. უკრაინაში ყოველი აფხაზი ბოევიკი ფაქტობრივად იძულებულია იბრძოლოს 4-5 „თანამებრძოლის ნაცვლად“, რომლებიც მხოლოდ პიატნაშკაში ირიცხებიან. შეტევითი ოპერაციების დროს ასეთ პირობებში გადარჩენა არარეალურია.
უკრაინაში დაღუპული პიატნაშკას აფხაზი ბოევიკების ბედი სხვა აფხაზებისთვის გაფრთხილებაა. თქვენი სეპარატისტი ლიდერები და მეთაურები კრემლის ბატონებისა და სომეხი "მეგობრების" პირველივე ბრძანებით თქვენს სისხლში ფულს გამოიმუშავებენ და სასიკვდილოდ დაგაგდებენ. ადრე თუ გვიან, თქვენი სახლები და მიწები დასახლდება სომხეთიდან ან სხვა ადგილებიდან წამოსული „უბედური ლტოლვილებით“, რადგან სომეხი ნაციონალისტების ავანტიურაში იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
გიორგი მაზნიაშვილი
წაკითხულია : 739
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:2002.02.23
-
15:0002.02.23
-
14:4002.02.23
-
“დასვლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი
14:2002.02.23
-
14:0002.02.23
-
13:3002.02.23
-
13:0002.02.23
-
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ
12:4002.02.23
-
12:2002.02.23
-
12:0002.02.23
-
ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება
11:3002.02.23
-
მამუკა მდინარაძე: თვითდაზიანება არ შეიძლება გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი
11:0002.02.23
-
10:4002.02.23
-
10:2002.02.23
-
10:0002.02.23
-
18:0001.02.23
-
ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
17:4001.02.23
-
17:2001.02.23
-
17:0001.02.23
-
“ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” | კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე
16:3001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
16:0001.02.23
-
15:3001.02.23
-
15:0001.02.23
-
ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
14:3001.02.23
-
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახური ინვესტიციით კიდევ ერთი საერთაშორისო ქსელური სასტუმრო გაიხსნა
14:0001.02.23
-
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია
13:4001.02.23
-
13:2001.02.23
-
20 თებერვალს, 12:00 საათიდან, ვატარებთ ახალ გლობალურ აქციას #SaveMisha - ფეიგინი
13:0001.02.23
-
12:3001.02.23
-
12:0001.02.23
-
11:4001.02.23
-
მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა
11:2001.02.23
-
„უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან ყოველთვის დაგიჭერ მხარს“ – სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა
11:0001.02.23
-
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
10:4001.02.23
-
10:2001.02.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს
10:0001.02.23