პოლიტიკა
01.02.23 17:00
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ტვ „პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უძლურებისა და უძალობის დემონსტრირება ხდება“.
გოგა ბოკერიას განცხადებით, მთელი ეს ფოკუსი, სასამართლოზე „ამან ის თქვა, იმან ეს თქვა“ და მერე აღშფოთება განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ადამიანების მხრიდან, ზუსტად ის ვითარებაა რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობს.
ბოკერია აცხადებს, რომ საკითხს როგორც აყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ქვეყანაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც უახლოეს ისტორიაში გამორჩეული პოლიტიკური ფიგურის მდგომარეობა, ეს კვებავს რეჟიმის პროპაგანდას.
„არ გეთანხმებით იმაში, რომ ეს ყველაფერი არის ეფექტური ინსტრუმენტი ივანიშვილის იძულების, რომ შეიცვალოს ის გადაწყვეტილებები რაც მიღებული აქვს. მთელი ეს ფოკუსი, სასამართლოზე „ამან ის თქვა, იმან ეს თქვა“ და მერე აღშფოთება განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ადამიანების მხრიდან, ზუსტად ის ვითარებაა რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობს. უძლურების და უძალობის დემონსტრირება ხდება. დისკუსია იმაზე რომელი სამედიცინო დიაგნოზი არის ზუსტი, რა არის სადავო და რა არა, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არ არის მთავარი საკითხი. ჩემთვის მთავარი საკითხი არის ის, რომ პოლიტიკური პატიმარია და ამას ივანიშვილის რეჟიმი თვითონ იძახის - „იმიტომ დავიჭირეთ და აღვძარით საქმე, რომ პოლიტიკურად აქტიური იყო“.
გამოუქვეყნეს კადრები, ციხეში გადაყვანის, ახლაც როგორ იქცევიან, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის საკმარისზე მეტია ჩავთვალო ქვეყნის პრობლემად იმისდა მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს სააკაშვილის წარსულს ან აწმყოს, ან მომავალს. თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი გზები გაყოფილია, ისე რომ შეხების წერტილებიც კი არ მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გარემოცვასთან პოლიტიკურ შეხედულებებში ან ფასეულობებში.
ქვეყნის შიგნით პრობლემის აღქმისთვის, ის როგორც აყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხს, რომ ქვეყანაზე მნიშვნელოვანი არის თუნდაც უახლოეს ისტორიაში გამორჩეული პოლიტიკური ფიგურის მდგომარეობა, ეგ კვებავს რეჟიმის პროპაგანდას. იგივე პროპაგანდას კვებას პერიოდულად მისი საადვოკატო გუნდის განცხადებები, რომელიც არის „ქართული ოცნების“ წიაღიდან“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს
18:0027.03.23
-
17:4027.03.23
-
17:2027.03.23
-
17:0027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება
16:3027.03.23
-
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს
16:0027.03.23
-
15:4027.03.23
-
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა
15:2027.03.23
-
15:0027.03.23
-
14:4027.03.23
-
14:2027.03.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:0027.03.23
-
13:4027.03.23
-
13:2027.03.23
-
დაახლოებით იგივეა, ბრეივიკს მისცენ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემაზე
13:0027.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამში 75 მლნ ლარია გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში
12:4027.03.23
-
12:2027.03.23
-
12:0027.03.23
-
ქართული ეკლესიები სომხეთში (ზოგადი მიმოხილვა)
11:4027.03.23
-
11:2027.03.23
-
ილია II მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
11:0027.03.23
-
ზურაბ აზარაშვილი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა
10:4027.03.23
-
10:2027.03.23
-
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო
10:0027.03.23
-
18:4024.03.23
-
18:0024.03.23
-
სომხეთი და თურქეთი – კრიზისული დიპლომატიის გაკვეთილები
17:4024.03.23
-
17:2024.03.23
-
ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო წყლის საბჭოს პრეზიდენტს, ლოიკ ფოშონს შეხვდა
17:0024.03.23
-
ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული
16:4024.03.23
-
16:2024.03.23
-
თაკო ჩარკვიანი - ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ, მე სიცრუეს ვისხლიტავ
16:0024.03.23
-
15:4024.03.23
-
15:2024.03.23
-
15:0024.03.23
-
14:4024.03.23