პოლიტიკა

დღეს, 17:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება

06.02.23 10:20


თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.

 

სასამართლო სხდომის პარალელურად ნაც. მოძრაობა და მისი მომხრეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. მმართველი გუნდის შეფასებით პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და საზოგადოებისთვის ბუნდოვანი არც ერთი დეტალი არ დარჩენილა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები