პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშვილი: ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული

07.02.23 13:00


პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ვეტერანთა კოდექსის შექმნაზე.

 

მისი თქმით, ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული.

 

„ვეტერანები - ეს დამსახურებული ხალხი იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული, რომელსაც ძალიან კონკრეტული სახელი ერქმევა - ვეტერანთა კოდექსი. ეს გაცილებით უფრო ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს სახელმწიფოსაც და წარმოაჩენს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს საკუთარი დამსახურებული ხალხისადმი, ნაომარი ვეტერანებისადმი. ყველას მოგიწოდებთ, რომ სამუშაო ჯგუფს შემოუერთდეთ და ერთად შევქმნათ ვეტერანებისთვის უკეთესი კოდექსი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები