პოლიტიკა

ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის საკითხს ეხმაურებიან

07.02.23 16:00


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი შეშფოთებულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების გამო.

 

„სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება და თავიდან აიცილოს მისი მდგომარეობის გაუარესება“, — აცხადებს რინკევიჩსი.

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის აზრით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მკურნალობის მიზნით საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვისაც.

 

„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გათავისუფლება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა — მისთვის, მისი ოჯახისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, — წერს ლანდსბერგისი Twitter-ზე.

 

გუშინ, 6 თებერვალს, უკრაინის რადამ მოუწოდა ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს და ევროპის საბჭოს,  გამოიჩინონ ჰუმანურობა და ხელი შეუწყონ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სწრაფ გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები