ეკონომიკა
08.11.16 20:00
თბილისში სამშაბათს საქართველოსა და რუსეთის ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ლაბაძემ.
ერთდღიან ღონისძიებაში რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკიდან რვა კომპანია მონაწილეობს, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და მშენებლობა.
ბიზნეს-ფორუმი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიის „უნივერს ბიზნეს ჯგუფის“ ორგანიზებულია.
ვიზიტის ფარგლებში რუსული კომპანიები შეძლებენ შეხვდნენ ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე დაათვალიერებენ საგამოფენო ცენტრ „ექსპო–ჯორჯიას“.
გარდა ამისა, დეკემბრის დასაწყისში რუსული და ქართული ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება საქართველოსა და რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების დონეზე. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, IT-ტექნოლოგიების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, მშენებლობის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროებში საქმიანობენ. შეხვედრის ჩატარების ზუსტი ადგილი და დრო ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფორუმი თბილისში გაიხსნება და რამდენიმე დღე გასტანს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15,4%–ით გაიზარდა და 612,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბრუნვა რუსეთთან საქართველოს საგარეო ბრუნვის 6,7%-ს შეადგენს.
2016 წლის დასაწყისიდან რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა და პირველობას უთმობს კანადას, თურქეთსა და ირლანდიას. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 514
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24