პოლიტიკა
17.03.23 10:20
მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მე ილუზია თავიდანვე არ მქონდა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი და თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდეს. ამ გეგმის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ესეც, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ, თუმცა აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვს გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო: გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ჩვენ კი ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. მთელი ჩემი ცხოვრება, წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24