პოლიტიკა

პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე

21.03.23 11:00


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისი განცხადების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად პოლიტიკოსმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ.

 

როგორც ვაშაძემ tv პირველის გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში“ სტუმრობისას აღნიშნა, ეს არ ყოფილა მისი ერთპიროვნული განცხადება და მან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებული გეგმა გაახმოვანა.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ამ გეგმის შეეშინდა „ქართულ ოცნებას“. 

 

„ჩემს განცხადებაზე... ჩვენი, საერთო განცხადება იყო ეს ოპოზიციის, რომ რატომ ვთქვი ალყა. ოპოზიციისგან ხომ სულ გეგმას ითხოვდნენ? - ძალიან მკაფიო გეგმა წარვადგინეთ. ეს ალყა ალყისთვის კი არ იყო, მეორე ნაწილს რატომ არ მოუსმინა ამ ხალხმა? იყო, რომ ალყას ვაკეთებთ, მშვიდობიანი პიკეტირება პარლამენტის და შემდეგ დღეს არის სესია და ამდენ, ათობით ათას ადამიანს ვეუბნებით სამიზნეს - ეს პირიქით, ჩვენი სწორი ნაბიჯი იყო. სწორედ ასე, მე, ელენე [ხოშტარია] და ლევან ხაბეიშვილი, ზურა [ჯაფარიძე] სამწუხაროდ, დაჭერილი იყო მაშინ, ავედით სცენაზე და ვთქვით, რომ ახლა ერთი საათი გაქვთ ვადა, ან აკეთებ, ან გეუბნებით ჩვენს გეგმას და გეგმა იყო ძალიან მკაფიო, რამაც შეაშინა „ქართული ოცნება“ და ეს იყო, რომ ერთი საათის მერე უნდა დაგვერტყა ალყა და დილით უნდა გაგვეკეთებინა მშვიდობიანი პიკეტი. იმდენად შეეშინდა „ქართულ ოცნებას“, რომ დაიწყო ძალის გამოყენება ხალხის წინააღმდეგ. ჩასვრილი აქციები ბევრი გვინახავს, გამარჯვებული აქციები ცოტა გვინახავს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძალიამ და პარტია „ლელოს“ წევრებმა თქვეს, რომ ვაშაძის განცხადება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

 

 

 

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები