პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი - ილია დარჩიაშვილს გავუზიარე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობა, ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობას

23.03.23 14:00


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

 

ბორელის თქმით, მინისტრთან განიხილა რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში.

 

„ილია დარჩიაშვილს ღიად გავუზიარე აუცილებელი რეფორმები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობას. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში“, – წერს ბორელი.

 

 

 


წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები