ეკონომიკა
11.11.16 15:25
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროექტში პირველი კონკურსის გამარჯვებულების დაფინანსება დაიწყო. 586,7 ათასი ლარი 36-დან 8 პროექტზეა გამოყოფილი. ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გააფორმა და პროექტებს დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტიც გაცემულია, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
დაფინანსებულ პროექტებს შორისაა „ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში"; „დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება/რეალიზაცია"; „ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება"; კლინიკა ონლაინ"; Tripplanner; Wingo; Georgian Toys Factory; CARGOHUB.
სხვა გამარჯვებულ პროექტების ავტორებთან მიმდინარეობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება.
პროექტების დაფინანსება ხორციელდება პარტნიორთა შეთანხმების ყველა პირობაზე მოლაპარაკების და „სტარტაპ საქართველოსა" და პროექტების კერძო მფლობელებს შორის ხელმოწერის შემდეგ.
პარალელურად, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ახალი ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს.15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. იმ ბიზნეს პროექტების ავტორებს, რომლებმაც პროგრამის პირველ კონკურსში შემოიტანეს განაცხადი და ვერ მოიპოვეს დაფინანსება, აქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის შევსების გარეშე მონაწილეობა მიიღონ მეორე კონკურსში,ასევე სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან და დახვეწონ ადრე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა.
"სტარტაპ საქართველოს" პირველი გამარჯვებულები ამ წლის 26 აგვისტოს გამოცხადდნენ.
პირველ კონკურსში გამარჯვებული 56 პროექტი გახდა,მათგან ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა. ბოლო 20-მა გამარჯვებულმა თავისი ბიზნეს-გეგმების განსახორციელებლად თითოეულად 100 ათასი ლარი მიიღო.
პირველ ეტაპზე პროგრამის განსახორციელებლად 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, მომავალში ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ახალი პროგრამის კოორდინატორები არიან საქართველოს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამის ამოქმედების შემდეგ მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვნენ.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 1558
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24