ეკონომიკა
11.11.16 15:55
საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი – BASF-ი შემოდის, – კომპანიის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა BASF-ის მენეჯმენტს, განსაკუთრებით პირველ ვიცე-პრეზიდენტ ლორენ ტენტურიეს რეგიონული ოფისისთვის საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ცხადყოფს საქართველოს წინსვლას, რომელსაც საფუძვლად უდევს მთავრობის ეფექტიანი რეფორმები.
„სასიხარულოა, რომ კომპანია BASF-მა სათანადოდ შეაფასა საქართველოს მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა და, ზოგადად, ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო და გადაწყვიტა წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში – ბიზნესის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მნიშვნელოვან ცენტრში. ეს ფაქტი ასევე უსვამს ხაზს ჩვენი ღია და ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიღწევებს, რომელიც იზიდავს ინვესტორთა მზარდ რაოდენობას და სთავაზობს მათ ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. BASF-ი არის დიდი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი კომპანია, რომლის წარმოებისა და გადამუშავების შთამბეჭდავი პორტფელი მოიცავს ბევრ ძირითად სეგმენტს, მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებს, ფუნქციური მასალები და ხსნარები, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ხსნარები, ნავთობი და ბუნებრივი აირი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი წამოწყება რეგიონში, კომპანიას კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.
„საქართველოს სჭირდება თქვენნაირი ინვესტორები – კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის კარიბჭის როლს, რომელიც წარმოადგენს ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ახალი აბრეშუმის გზის ნაწილს. თქვენი შემოსვლა ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და მარეგულირებელი გარემოს მაღალი ხარისხის დასტურს. საქართველოს მთავრობა გეგმავს თავისი ეფექტიანი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გაგრძელებას და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამას ემატება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გამართული საგადასახადო სისტემა, რისი წყალობითაც ბიზნესის წარმოება საქართველოში კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ამომწურავი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და დამწყები ბიზნესების წახალისებას საქართველოში, და ჩვენი აქტიურობა ამ მიმართულებით დღითიდღე იზრდება. დარწმუნებული ვარ, კომპანია BASF-ის უპრეცედენტო გამოცდილებისა და საქართველოს ინოვაციური და შემოქმედებითი ბიზნესგარემოს კომბინაცია იძლევა თანამშრომლობის მართლაც დიდ პოტენციალს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა კომპანიის გუნდს, საქართველოში – ღია და ბიზნესზე ორიენტირებულ ქვეყანაში და იმედი გამოთქვა, რომ გუნდის თითოეული წევრი თავს შინ იგრძნობს.
BASF-მა, რომლის ისტორიაც განვითარებისა და წარმატების ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, გასულ წელს 150 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანია, ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში, მსოფლიოში ლიდერია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 658
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24