პოლიტიკა
02.06.23 14:40
გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე არა იმიტომ, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო საკმარისად ანტირუსული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიკ ვოლასმა განაცხადა.
მისივე თქმით, იყვნენ ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პირობას.
„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ტერორს ხელმძღვანელობდა. ის იყო მათი პინოჩეტი. 300 ათასზე მეტი ოპონენტი იყო დაპატიმრებული. ბევრი მათგანი აწამეს. რამდენიმე მოკლეს. ამ დროს კი, დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც საქართველოში განხეთქილება დათესეს. როდესაც მთავრობამ სცადა, წარედგინა კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულების დასაკისრებლად, ევროკავშირი მათ თავს დაესხა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ აშშ-ის იგივე კანონი წლებია, აქვს, ხოლო ევროკავშირი თავად გეგმავს იგივენაირი კანონის მიღებას“, – აღნიშნა ვოლასმა.
ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, საქართველო არ არის დაინტერესებული ომით, საქართველოს მშვიდობა სურს.
„საქართველოს სურს კარგი ურთიერთობები ყველასთან, განსაკუთრებით თავის მეზობლებთან. მათ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტზე ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად? მათ უნდა შეუწყონ ხელი ომს, მშვიდობის ნაცვლად? მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი და მიეცით ხალხს საშუალება, უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ვოლასმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23
-
12:2020.09.23
-
სომხეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავა
12:0020.09.23
-
ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფინელ კოლეგას შეხვდა
11:4020.09.23
-
ილია დარჩიაშვილმა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა
11:2020.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
11:0020.09.23