პოლიტიკა
08.06.23 14:30
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს, რაიმუნდ იელეს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, FAO სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი არაერთი პროექტი ხორციელდება.
„ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება; ასევე დიდია დონორთა მხრიდან აღნიშნული მიმართულების ფინანსური მხარდაჭერა. მეტი შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მხარეების კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენთვის დასაფასებელია, რომ FAO-ს ყველა პროექტი სამინისტროს ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული, რაც მათ ეფექტიანობას განაპირობებს. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ შედეგიანი და წარმატებული იქნება ის ახალი პროგრამებიც, რომლებსაც ახლო მომავალში FAO-ს მხარდაჭერით განვახორციელებთ“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა წარმოების ხელშეწყობის, აკვაკულტურის, თხილისა და მეცხოველეობის სექტორების განვითარებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე, ასევე, სოფლის განვითარების ხელშეწყობასა და პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირებაზე.
როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO გააგრძელებს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას. საგრანტო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში განხორციელდება, მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარება და სტიმული იქნება, რაც რეალურ შედეგებს მოიტანს.
სამუშაო შეხვედრას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და FAO-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23
-
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
12:4028.09.23
-
ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა
12:2028.09.23
-
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
12:0028.09.23
-
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ
11:4028.09.23
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სლოვაკ კოლეგას შეხვდა
11:2028.09.23
-
საქართველოს სხვა მოქალაქე რომ დაასანქცირონ, სახელმწიფო მზად უნდა შეხვდეს – მდინარაძე
11:0028.09.23
-
თეიმურაზ ჯანჯალია გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა
10:4028.09.23
-
არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია
10:2028.09.23
-
10:0028.09.23
-
18:0027.09.23
-
17:3027.09.23
-
17:0027.09.23
-
კიდევ რომელ ქუჩებზე ამოქმედდება საათობრივი პარკირება 1 ოქტომბრიდან
16:3027.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა
16:0027.09.23
-
15:3027.09.23
-
15:0027.09.23