ანალიტიკა
07.12.23 12:20
ცნობილი გახდა, რომ სომხური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას 2023 წლის 19 დეკემბერს მოსკოვში „კუხოს“ საპარლამენტო ასამბლეის მოახლოებულ შეხვედრაში. ამის შესახებ სამშაბათს, 5 დეკემბერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის პრესმდივანმა ცოვინარ ხაჩატრიანმა ისაუბრა. დემარშის გარდა, რაც მიანიშნებს სომხეთის მიერ რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაწყვეტაზე და მის გარდაუვალ გამოსვლაზე კუხოდან, სხვა რა უნდა ეწოდოს?! ერევანმა კიდევ ერთხელ ფარისევლურად განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ურთიერთობა „გაყინული არ არის“ და მისი გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ლოგიკურად, თუ პატარა ქვეყანა სამხედრო ალიანსიდან გამოდის, ან დემონსტრაციულად უარს ამბობს საკუთარ მონაწილეობაზე ორგანიზაციის მუშაობაში, უნდა ველოდოთ, რომ ის საერთოდ ბრძოლას არ აპირებს. ქვეყანა ყველა მეზობელთან მშვიდობიანი ურთიერთობების დასამყარებლად მზად უნდა იყოს. მით უმეტეს, სომხეთს მხოლოდ 4 მეზობელი ჰყავს.
ყველასთან — აზერბაიჯანთან, თურქეთთან, საქართველოსთან და ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შემთხვევაში სომხეთს არც კუხო და არც ნატო სჭირდება. შესაძლებელია არმიის საერთოდ დაშლა, როგორც ეს დიდი ხნის წინ გააკეთა, მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყანამ კოსტა რიკამ, რომელიც დაახლოებით სომხეთის ზომისაა, თუმცა, სომხეთისგან განსხვავებით, არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია მეზობლების მიმართ.
თუმცა, სომხეთი არ ამბობს უარს მეზობლების მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე და მითებზე „დიდი სომხეთის“ ან „არცახის დაბრუნების“ შესახებ (აზერბაიჯანის მიწების ახალი ოკუპაცია) და განაგრძობს შეიარაღებას. სხვაგვარ შეფასებას ამას ვერ მივცემდით.
რაც შეეხება სომხეთის ხელისუფლების გაცხადებულ ზრახვებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ, ეს მხოლოდ პოლიტიკური ხრიკია. ეს ყველას ესმის. ჰაიელთა ეშმაკობა, გათვლილია დროის გასაწელად, შეიარაღებისათვის და ახალი ომის წამოსაწყებად.
სწორედ ამას გულისხმობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ფორუმზე „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“, როდესაც შეეხო სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების საკითხს. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას „პირდაპირი, დასაბუთებულოი გარანტიები სჭირდება, რომ ანგარიშსწორებას ადგილი არ ექნება“.
„ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ არ იქნება ახალი ომი, რომ სომხეთი სრულად მიიღებს არსებულ ვითარებას. მათ უნდა დაივიწყონ ყარაბაღი და იყვნენ კონსტრუქციულები საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სომხეთი ემზადება შურისძიებისთვის და ახალი ომისთვის, ეყრდნობა სხვა მოკავშირეებს. შემთხვევითი არ არის, რომ ამას აკეთებს სწორედ იმ დროს, როდესაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ვიზიტით იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, სადაც სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ლორა კუპერთან. ამიტომაც, სომხეთი უარი განაცხადა კუხოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობაზე.
ამავდროულად, სომხეთი დიდი ხანია ჩართულია ნატოს სხვა ქვეყანასთან - საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობაში, რომელიც იმდენად მჭიდროა, რომ უკვე ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსში იწვევს შეშფოთებას. ისინი შიშობენ, რომ იარაღი, რომლის მიწოდებას საფრანგეთი აპირებს სომხეთისთვის, შესაძლოა პროირანული რადიკალური ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდეს, როგორიცაა „ჰეზბოლა“. ამიტომ ითხოვენ, რომ ერევანი თეირანს ჩამოშორდეს.
იკვეთება პარადოქსი: სომხეთი რუსეთთან სამხედრო ალიანსს არღვევს, მაგრამ ძირეულად უცხო ტერიტორიების სამხედრო გზით მიტაცებაზე უარს არ ამბობს. ამ მიზნით სომხეთი ფრანგული იარაღით აღიჭურვება და შეერთებულ შტატებთან სამხედრო ალიანსში შედის. ამავდროულად, შეერთებულ შტატებს სურს სომხეთმა დაარღვიოს დე ფაქტო სამხედრო ალიანსი სხვა ქვეყანასთან და ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც სომხეთს აქვს როგორც საერთო საზღვარი, ასევე სამხედრო თანამშრომლობა - გახლავთ ირანი. შეგახსენებთ, რომ ირანისა და მისი საჰაერო სივრცის გავლით სომხეთს შეიარაღება იმავე რუსეთის ფედერაციიდან 44-დღიანი ომის დროს მიეწოდებოდა.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი აქტიურად იარაღდება, ომისთვის ემზადება, მაგრამ ამავე დროს „თვითიზოლირდება“, „ტრადიციულ“ სამხედრო მოკავშირეებს შორდება, რადგან ამას „ახლები“ ითხოვენ? როგორ აპირებენ ამ შემთხვევაში რევანშისტული გეგმების განხორციელებას, იარაღისა და სამხედრო დახმარების მიღებას, თითქმის გაუგებარია.
აქედან შეიძლება ძალიან საგანგაშო დასკვნა გამოვიტანოთ - სომხეთი შესაძლოა კვლავ ცდილობდეს საქართველოს გავლით ახალი მოკავშირეებისთვის „დერეფნის მოპოვებას“. ასეთი დერეფნის შექმნის მცდელობა უკვე იყო - ფრანგული ბასტიონის ჯავშანტექნიკის პირველმა მიწოდებამ საქართველოზე გაიარა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომის შემთხვევაში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც აფასებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობას, მსგავს მიწოდებას ფართო მასშტაბით და რეგულარულად დაეთანხმოს.
შედეგად, უნდა ვაღიაროთ, რომ საფრანგეთიდან სომხეთში ჯავშანტექნიკის მიწოდებით საქართველომ შეცდომა დაუშვა. ამით მტრებს „მადა გაუხსნა“. მათ დაინახეს, თუ როგორ "მუშაობს" დერეფანი. ახლა კი შეეცდებიან მასზე კონტროლი მოიპოვონ.
ახლა საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „პროკრემლური“ ჰაიური, არამედ ამავე ეროვნების „პროდასავლური“ ლობი. სომხეთმა და ჰაის „მეხუთე კოლონამ“ საქართველოში შეიძლება მიზანმიმართულად გაართულონ სიტუაცია ქვეყანაში, რათა ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი მფარველები, რომლებიც ერთდროულად არიან ანტითურქული, ანტიაზერბაიჯანული და „რადიკალურად პროდასავლურები“. ან შექმნან საქართველოში კონტროლირებადი ქაოსის (პოლიტიკური არასტაბილურობის) ზონა, რათა იგივე დასავლეთელმა მოკავშირეებმა სომხეთისთვის სამხედრო „დერეფანი“ საქართველოს ტერიტორიის გავლით მოაწყონ.
გიორგი კვინიტაძე
წაკითხულია : 523
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24