ეკონომიკა
11.12.23 12:20
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
„ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის ფარგლებში (JCM) იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა.
„2022 წელს საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ თანამშრომლობის გასაფართოებლად და ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის შექმნისთვის. იგეგმება ერთობლივი კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება ორივე მთავრობის წარმომადგენლებისგან. კომიტეტს ექნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის განხორციელების მანდატი. ასევე, ვგეგმავთ ერთობლივი კომიტეტის შეხვედრას, რათა საპროექტო ციკლის პროცედურებს მიეცეთ ფორმალური სახე, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში JCM-ის სქემის ფარგლებში ემისიების შემცირების პირველი პროექტები განხორციელდეს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციას (COP28), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24