ეკონომიკა

ეროვნული ბანკი 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

15.12.23 16:15


2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

 

2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.3 მლნ აშშ დოლარი (84.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბერის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები