ანალიტიკა

ომი უნდა „ყარაბაღის კლანს“, სომხეთიდან „მოშორებით მყოფ“ დიასპორასა და არა მის უბრალო მოსახლეობას!

21.12.23 12:20


ცნობილია, რომ არც 44-დღიანი ომის დროს და არც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთდღიანი კონტრტერორისტული ოპერაციისას „არცახის“ სეპარატისტების წინააღმდეგ, ჰაის დიასპორის წარმომადგენლებს არც ფრონტზე წასვლის და არც „დიდი სომხეთისთვის“ განსაკუთრებული ბრძოლის სურვილი ჰქონიათ. „დიადი მეომრები“, რომლებიც,  ისტორიული მითების გადმოცემით თუ ვიმსჯელებთ, უძველესი დროიდან „იმარჯვებდნენ ყველგან და ყოველთვის“, რატომღაც ფრონტზე წასვლას არ ჩქარობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ერევნის ბილეთებზე მოთხოვნა არც ომისა და არც კონტრტერორისტული ოპერაციის დროს არ ყოფილა.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, ჰაიები სოციალურ ქსელებში მეომრებივით იქცეოდნენ. უფრო მეტიც, რაც უფრო შორს იყვნენ ისინი სამხრეთ კავკასიიდან, მით უფრო დაჟინებით „იწევდნენ ბრძოლისკენ“.

 

მართალია, თანამედროვე სომხეთის ისტორიაში იყო მომენტი, როდესაც სამხედრო ასაკის სომეხი ახალგაზრდების მასა, ფაქტობრივად, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ერევნისკენ მიმავალ თვითმფრინავებში „შეიჭრა“  და ამისთვის სასურველ თანხას იხდიდა. ეს იყო 2022 წლის შემოდგომაზე და ეს პერიოდიც ომთან იყო დაკავშირებული. ოღონდ არა ყარაბაღის, არამედ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომთან.

 

„დიადი ჰაიელი მეომრები“ ამ მობილიზაციისგან სომხეთში გაიქცნენ. სომხეთის მოქალაქეობის აღდგენასაც შეუდგნენ, მაგრამ კვლავ სომხეთისა და მისი ინტერესებისთვის საბრძოლველად არა. სოციალურ ქსელებში 44-დღიანი ომის დროს „დიადი ჰაიელი მეომრები „პირდაპირ ელტვოდნენ ბრძოლას“, თუმცა „გადაუდებელი საქმე“ ჰქონდათ მოსკოვში, სოჭში ან სანკტ-პეტერბურგში. ამიტომ, მთელი 44 დღის განმავლობაში საქმეებს თავი ვერ „დააღწიეს“. ხოლო როცა რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია გამოცხადდა, მათ 44 დღეში უფრო სწრაფად იპოვეს შესაძლებლობა და იყიდეს თვითმფრინავის ბილეთები კოსმიურ თანხებად ან „შეიპარნენ“ ზემო ლარსის საგუშაგოზე საქართველოს საზღვარზე, რათა დაეტოვებინათ რუსეთის ფედერაცია სომხეთში წასასვლელად.

 

 

ცხადია, ომი არ სურთ არც სომხეთის იმ მაცხოვრებლებს, რომლებმაც ყარაბაღში სომხეთის მმართველი წრეების აგრესიული ავანტიურების გამო დაკარგეს ახლობლები და მეგობრები. მათაც კი, ვინც ჯერ კიდევ ვერ განიკურნა ნაციონალიზმისგან.

 

მაღალი რანგის მედია და სოციოლოგიური სამსახურები კი უბრალოდ არ აძლევენ ასეთ ადამიანებს საუბრის საშუალებას, ყველანაირად აჩვენებდნენ, რომ „სამხედრო“ განწყობები გრძელდება. ასეთ საბრძოლო რევანშისტულ ილუზიებს განსაკუთრებით მხარს უჭერენ  „სომხეთიდან შორს მყოფი“ ჰაის დიასპორები და ყარაბაღის კლანის წარმომადგენლები.

 

თანაც, სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალისტურად განწყობილი, მაგრამ უფრო საღად მოაზროვნე ექსპერტები და ჟურნალისტები უკვე აღნიშნავენ იმას, რომ დიასპორისა და „ყარაბაღის კლანის“ საბრძოლო განწყობა და რევანშიზმი ეწინააღმდეგება სომხეთის მოქალაქეების რეალურ სენტიმენტებს. სწორედ ამას ეხება გამოცემა „არმენინ რეპორტში“ თევოს არშაკიანის სტატია „ყარაბაღის კლანი უბიძგებს სომხეთს ახალი ომისკენ“ :

 

„თითქმის ყველა სომეხს სურს მშვიდობა და სიმშვიდე. დიახ, მათ არ ავიწყდებათ ყარაბაღი, მაგრამ აღარ სურთ ბრძოლა.

 

ერთხელ უკვე დავწერე ჩემი დამოკიდებულების შესახებ ყველა სახის სოციოლოგიური გამოკითხვის მიმართ, რომელიც მთელ მსოფლიოში ითვლება უმარტივეს გზად კონკრეტულ საკითხზე ხალხის აზრის გასარკვევად. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით სკეპტიკური იყო. არ ვამბობ, რომ კატეგორიულად არ ვენდობოდი, მაგრამ მაინც, ხშირად, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, გამოკითხვების დასკვნები საეჭვოდ მეჩვენება. აქ საქმე მხოლოდ არ არის იმაში, რომ რესპონდენტებს შეუძლიათ არაგულწრფელი პასუხების გაცემა, არამედ იმაზეც, თუ ვისი დაკვეთით ტარდება გამოკითხვა, ვინ და როგორ დათვლის ხმებს. ამ მხრივ შეიძლება საინტერესო აღმოჩენებს წავაწყდეთ.

 

ასე მოხდა “ფაქტინფოს” მიერ Youtube-ის არხზე ჩატარებული გამოკითხვისას. კვლევა მიზნად ისახავდა გაერკვია მოსახლეობის აზრი იმის შესახებ, იქნება თუ არა აზერბაიჯანთან ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთის მშვიდობის გარანტი. მაშ ასე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას არ სჯერა მშვიდობიანი დღის წესრიგის. გამოკითხვაში 8100-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 66%-ის აზრით, შეთანხმების დადება არ იქნება მშვიდობის გარანტი, სანამ აზერბაიჯანის ჯარები არიან ჩვენს ტერიტორიაზე (რედ. - აქ მეორდება ჰაის პროპაგანდისტული მითი იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმიამ თითქოს სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიების ოკკუპირება მოახდინა. თუმცა საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის გარეშე ეს განცხადება სრულიად მცდარია, განსხვავებით სომხეთის მიერ რვა აზერბაიჯანული ანკლავური სოფლის ოკუპირების ფაქტისგან). გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობა მაინც შესაძლებელია.

გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ სომხეთმა უნდა წამოაყენოს წინაპირობა და მოითხოვოს ჯარების გაყვანა. გამოკითხულთა 9% დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი არ გამოიყვანს თავის ჯარს.

 

„ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლ ფაშინიანს აქვს მხოლოდ 4% მხარდაჭერა და მისი გადაწყვეტილებები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად“, - აღნიშნავს ოპოზიციური მედია და მიდის დასკვნამდე, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს  ისეთ პოლიტიკას, რომელსაც არც ნდობა და არც ხალხის მხარდაჭერა აქვს.

 

გამოდის, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი (აუცილებლად უნდა აღიაროთ, რომ 8000 გამოკითხვის მონაწილე მთელი ქვეყანა არ არის) და თანაც არხზე, რომელიც მთლად ლოიალური არ არის ხელისუფლების მიმართ, აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს მთავრობის პოლიტიკას სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. ანუ, სახეზეა მანიპულირების ინსტრუმენტი. თუ ჩვენ ჩავატარებთ იგივე გამოკითხვას ხელისუფლების მომხრე ვებ-გვერდზე, ბუნებრივია მივიღებთ სრულიად განსხვავებულ შედეგებს.

 

აშკარაა, რომ თუ „ფაქტინფოს“ გამოკითხვა ინტერნეტში ტარდებოდა, მასში ძირითადად რადიკალი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებსაც არ ესმით, რა არის ომი, რა ზარალი და უბედურება მოაქვს მას. მაგრამ თუ გამოკითხვას ჩაატარებთ შუახნისა და ხანდაზმულ ადამიანებს შორის, რომლებსაც ჰყავთ სამხედრო ასაკის შვილები, ან მშობლებს შორის, რომელთა ერთ-ერთი ვაჟი დაიღუპა ყარაბაღის პირველ ან მეორე ომში, მაშინ მშვიდობის მომხრე აბსოლუტური უმრავლესობა იქნება.

 

ადამიანებს აღარ სურთ ომში ახლობლების დაკარგვა, ამიტომ ისინი მშვიდობის მომხრენი არიან. მოგეხსენებათ, ჩვენ თანამემამულეებთან ყოველდღიური კომუნიკაციისას რეალურ ცხოვრებაში და არა ინტერნეტში, იმავე მიკროავტობუსებსა და სხვადასხვა ადგილებში, ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს სურს მშვიდობა და სიმშვიდე. დიახ, მათ არ ავიწყდებათ ყარაბაღი, მაგრამ აღარ სურთ ბრძოლა. და მათ შორის არიან როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეები, ასევე ოპონენტები.

 

დიახ, გულწრფელი ვიქნები, არ ვენდობი ზემოაღნიშნული კვლევის შედეგებს. მისი მორგება მარტივად არის შესაძლებელი დამკვეთთა მოთხოვნებზე. და აქ, ცხადია, დასახული იყო მკაფიო მიზანი ფაშინიანის სამშვიდობო ინიციატივებზე დარტყმა. მათი თქმით, მის სამშვიდობო გეგმას უმცირესობა უჭერს მხარს. მაგრამ ეს არის წმინდა წყლის მანიპულაცია, რომლის უარყოფა მარტივად შეიძლება სომხეთში ცხოვრებისას.

მე სრულად ვაღიარებ, რომ მათ შორის, ვინც ხმა მისცა მშვიდობას, არიან დიასპორის წარმომადგენლები. იქ კი, მოგეხსენებათ, განწყობა ყოველთვის საბრძოლო იყო. მაგრამ განა ამან გვიშველა 44-დღიანი ომის დროს? რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ჩავიდა სომხეთსა და ყარაბაღში საბრძოლველად? და ახლა, სომხეთიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის სამშვიდობო დღის წესრიგს? მაშ, მოდით და თავადვე იბრძოლეთ, რატომ გვაგდებთ ახალ ომში?

 

ასე რომ, გამოკითხვისას მიღებული მაჩვენებლები თავისთავად არაფერს ნიშნავს. ამ ციფრებით - უფრო სწორად, ვინც მათ აფინანსებდა, ვინც მათ უკან დგას, უბრალოდ ცდილობენ ჩვენს შეცდომაში შეყვანას ახალი აქციებისა და პროტესტის პროვოცირების მიზნით.

 

სპონსორებში, ბუნებრივია, ვგულისხმობ ყოფილ, მთელ ამ ყარაბაღულ კლანს, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს სისხლს სვამდა. ისინი ასე გააგრძელებენ, თუ ჩვენ მათი მანიპულაციისა და პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოვექცევით. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახალი ომიც რომ გაჩაღდეს, ისევ ჩვეულებრივი ბიჭები იბრძოლებენ და დაიღუპებიან და არა სქესობრივად მომწიფებული არსებები, რომლებიც ქვეყნიდან გაქცეულან მოსკოვში, კრასნოდარში, პარიზსა და ლოს ანჯელესში. მაშ, არ გინდათ მშვიდობა? აიღეთ იარაღი და მიბრძანდით საზღვარზე. იქნებ ამის შემდეგ მაინც ვინმემ ქვეყანაში დაგიჯეროთ“. სტატიის დასასრული.

 

სინამდვილეში, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობას არ სურს ომი და სურს მშვიდობა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რათა აღარ მოუწიოთ თავიანთი შვილების სასაკლაოზე გაგზავნა. განსაკუთრებით მათ, ვინც წარსულ ომებში შვილები დაკარგა, ან უსარგებლო ინვალიდებად დაუბრუნდათ. მაგრამ იმავე მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, ინვალიდთა და ხეიბართა რიცხვი სულ მცირე 2-3-ჯერ აღემატება დაღუპულთა რაოდენობას. რატომღაც, „მებრძოლი“ რევაშისტები არ ეუბნებიან საზოგადოებას, თუ როგორ ცოცხლობენ შშმ პირების მამები და დედები ან მეუღლეები ხელ-ფეხის გარეშე, რომლებიც საკუთარ თავსაც კი ვერ უვლიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახების რჩენაზე.

 

განწყობათ განსხვავება მათ შორის, ვინც უკვე იგრძნო ომის შედეგები და ვინც ომს „შორიდან“ აწარმოებს, უკვე თვალნათლივ ჩანს ზოგიერთი ჰაი ნაციონალისტებისთვისაც კი. ისინი მოუწოდებენ მათ, ვისაც ომი უნდა, ან არ შეუშალონ ხელი სომხეთს თავადვე აწარმოოს  სამშვიდობო მოლაპარაკება მეზობლებთან, ან ნუ ისხდებიან მყუდრო ბინებსა და ოფისებში მოსკოვში, სოჭსა ან ლოს ანჯელესში, არამედ თავად იბრძოლონ ფრონტის ხაზზე.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

 

წაკითხულია : 1486


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები