ეკონომიკა

ნათია თურნავა: ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზეც

27.12.23 15:40


ყველა სხვა თანაბარ პირობებში, იმის ფონზე, რომ ლარმა ისტორიული გამყარება განიცადა, არ ვპროგნოზირებთ დიდ რყევებს, ველოდებით სტაბილურობას ყველა სეგმენტში, მათ შორის სავალუტო ბაზარზეც, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

 

მისი თქმით, ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია ეკონომიკური ზრდა და საბაზო სცენარის ფარგლებში მერყეობს, დაბალია ინფლაცია, მაღალ ნიშულზეა გარე შემოდინებები, ტურიზმის აღდგენა ნორმალური ტემპით მიმდინარეობს, გზავნილები და საგარეო ვაჭრობა კი ნორმის ფარგლებშია.

 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ქვეყანაში გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების მნიშვნელობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის უპირატესობებზე ისაუბრა.

 

„იმ უმნიშვნელოვანესმა ფაქტმა, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განმტკიცებაში და ეს არის საწინდარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებების“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები